აქციის დაშლა 20-21 ივნისს

20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმე: ბრალი კიდევ ერთ პოლიციელს წაუყენეს

116
საპროტესტო აქციაზე ძალის გადამეტებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკვე სამი პოლიციელს მიეცა

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 21 ივნისის ღამის აქციის დაშლისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი მისცა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ არ აფიქსირებს საკუთარ აზრს ზოგიერთ მოვლენებთან დაკავშირებით >>

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტის წინ პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

გამოძიების მონაცემებით, შსს-ს თანამშრომელმა 21 ივნისს გამთენიისას ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირზე, იმ ვითარებაში, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობდა.

პროკურატურა მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.

თბილისში 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. პირველი პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტებას ეხება. მეორე მიმართულებით კი გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა" და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რომელმაც მძიმე შედეგი გამოიწვია".

20–21 ივნისის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს გირაო შეეფარდა >>

ამჟამად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი ლევან იმერლიშვილი, კიდევ ერთ პოლიციელს, გიორგი ესიაშვილს გირაო შეეფარდა.

უფრო ადრე ძალის გადამეტების საქმის ფარგლებში უფლებამოსილება ათ პოლიციელს შეუჩერდა, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ყაყიჩაშვილს.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ბოლო მონაცემებით, არეულობასა და პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის დაკავებულია აქციის 17 მონაწილე. ძირითადად ყველა მათგანი პატიმრობაშია.

ყველაზე მკაცრი ბრალდება წაყენებული აქვთ თავდაცვის ექს-მინისტრსა და ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილსა და პარლამენტის დეპუტატს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას. მელიას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება ბრალად. მას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და სახლის დატოვება სამართალდამცველების გაფრთხილების გარეშე აეკრძალა.

რაც შეეხება ოქრუაშვილს, მას პარლამენტის შტურმის დროს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მონაწილეობა ედება ბრალად. ამჟამად ის პატიმრობაში იმყოფება.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება, მომიტინგეების ერთადერთი შეუსრულებელი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა, როგორც 20-21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებელი პირის. გახარიას სიტყვებით, პოლიცია 21 ივნისის ღამით ლეგიტიმურად მოქმედებდა და სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა, ხოლო თუ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებს, ამას გამოძიება გაარკვევს.

 

116
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
თუშეთში პოლონელი ტურისტი დაშავდა: ქალი თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

თუშეთში პოლონელი ტურისტი დაშავდა: ქალი თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

39
(განახლებულია 20:45 31.05.2020)
პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. თუშეთში დაშავებული პოლონელი ტურისტი ქალი ომალოდან თბილისში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მეხანძრე-მაშველებმა გადაიყვანეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

„ომალოს მიმართულებით, უმოკლეს დროში გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების შემადგენლობით“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

დაშავებული ქალი გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლონელი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

39
თემები:
შემთხვევები საქართველოში
მდინარე

ოზურგეთში ექვსი წლის ბავშვი დაიხრჩო

134
(განახლებულია 23:35 30.05.2020)
ბიჭის ახლობლები და ნათესავები მას მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. საღამოს ბავშვის ცხედარი მდინარეში იპოვეს

თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მდინარეში ექვსი წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, იუწყება პირველი არხი.

ტელეარხის მონაცემებით, ბავშვი დილიდან არ ჩანდა და ახლობლები და ნათესავები მას მთელი დღე ეძებდნენ. საღამოს ბავშვის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სტანდარტულად სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექსპერტიზის შემდეგ საქმის გადაკვალიფიცირება შეიძლება მოხდეს.

134
თემები:
შემთხვევები საქართველოში
თბილისი

1 ივნისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

0
(განახლებულია 18:59 30.05.2020)
გაეცანით 31 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

1-10 ივნისი

1-10 ივნისი ტყუპის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს მძლავრ ენერგიასა და დიდ ცხოვრებისეულ ძალას ანიჭებს.

მნიშვნელოვანია წლებია: 8, 10, 16, 20, 32, 40, 48, 56, 64, 72.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა მაჩიტა.

1-10 ივნისის პერიოდში დაბადებულებს უყვართ სტაბილურობა. სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ისინი ჯერ კარგად დაფიქრდებიან, შეაფასებენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. არ უყვართ და აშინებთ მოულოდნელი ცვლილებები, მაგრამ თუ ცვლილებების სარგებელს გაიგებენ, სწრაფად მოახდენენ ადაპტირებას, უძრაობა მათთვის მიუღებელია. არიან კარგი მეოჯახეები, ახლობლების მიმართ მზრუნველი და ყურადღებიანი.

1 ივნისს დაბადებულები

1 ივნისს მდიდარი წარმოსახვის, ზომიერად პატივმოყვარე, ნიჭიერი, შრომისმოყვარე ადამიანები იბადებიან. მათ წარმატების მიღწევა ფინანსურ სფეროში შეუძლიათ. გუნდური მუშაობა მაინცდამაინც არ ხიბლავთ, მარტო მუშაობა ურჩევნიათ. არიან დამოუკიდებლები, ვინმეზე დამოკიდებულება მათთვის მიუღებელია. ეს თვისება ცხოვრებისეულ გზაზე ხანდახან გარკვეულ პრობლემებს უქმნის.

1 ივნისს დაბადებულები ან თვითონ აკვირდებიან საზოგადოების განვითარებას, ან თავად ხდებიან დაკვირვების საგანი. მათი მახასიათებლები კარგად ვლინდება სოციალური კონტაქტებისას. ამ ადამიანებს აინტერესებთ ისტორია და პირველ რიგში იმიტომ, რომ გაიგონ, რა გავლენა მოახდინა წარსულში მომხდარმა მოვლენებმა თანამედროვეობაზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყოველთვის ცდილობენ, თანამედროვე ტენდენციებს მიჰყვნენ, იქნება ეს ტანსაცმელი, ურთიერთობები, თუ ხელოვნების მიმართულებები. ეს ფაქტი აუცილებლად არ მეტყველებს იმაზე, რომ ზაფხულის პირველ დღეს დაბადებულები მხოლოდ მაღალი საზოგადოების სტილით ცხოვრობენ. მათ ხანდახან შეუძლიათ ასე თავის წარმოჩენა, მაგრამ ამით მარტოობისკენ სწრაფვის შენიღბვა სურთ.

სახალისო ჰოროსკოპი კარგი განწყობისთვის>>

1 ივნისს დაბადებულებს იტაცებთ საზოგადოებრივი ცხოვრება და ამ პროცესში ჩართულები ბევრ მეგობარსა და ნაცნობს იძენენ. უვიცობას ისინი ერთ-ერთ ცოდვად მიიჩნევენ; თავად მიიჩნევენ, რომ ერუდირებულნი არიან. ეს ადამიანები თუ რამით დაინტერესდნენ, მას აუცილებლად სწავლობენ კარგად, ბოლომდე, იქნება ეს მეცნიერების რომელიმე სფერო თუ თუნდაც, სპორტის სახეობა. როგორც წესი, უცხო ენების შესწავლას კარგად ახერხებენ.

1 ივნისს დაბადებულები ალღოთი გრძნობენ, რა სჭირდებათ მათ გვერდით მდგომ ადამიანებს. აქედან გამომდინარე, კარგი მეწარმეები არიან, რადგან კლიენტის საჭიროებები ყოველთვის იციან. შეუძლიათ საკუთარი აზრების კონცენტრირება, იმისთვის, რომ კარგად გაირთონ თავი, არ სჭირდებათ არანაირი სტიმულატორი. შესანიშნავად გამოსდით ფულთან ურთიერთობა. საკუთარი თავის რეალიზებისთვის სჭირდებათ თავის ძალებში 100 პროცენტით დარწმუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი შემოქმედებითი ნაკადი ამოიწურება. რაღაც მომენტში კი საკუთარი თავის ობიექტური შეფასება სჭირდებათ, რისთვისაც გარკვეული სითამამეა საჭირო. როდესაც გააცნობიერებენ, რა სჭირდებათ სინამდვილეში, დასახული მიზნისკენ ივლიან ისე, რომ ყურადღებას არ მიაქცევენ არც სირთულეებს და არც არავის მოსაზრებას.

ჯანმრთელობა

1 ივნისს დაბადებულები, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობისა და ავადმყოფობების შესახებ, შესაძლოა, ბევრი რამ იცოდნენ, ჩვეულებრივ, უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან თავიანთ პირად ჯანრმთელობას. როგორც წესი, ექიმების მიმართ ნდობას არ ამჟღავნებენ. საკმაოდ ჭირვეული არიან საკვების არჩევაში. გამოირჩევიან კარგი მადით, ამიტომ მათთვის დიეტის დაცვა და შეზღუდვა კვების მხრივ ძალზე იშვიათია. მათთვის სასარგებლო იქნება, თუ თავიანთ რაციონს უფრო მრავალფეროვანს გახდიან.

რჩევა:

ხანდახან საჭიროა, დაივიწყოთ საზოგადოების ზოგადად აღიარებული ფასეულობები, ის, თუ რას ელოდება საზოგადოება თქვენგან. უბრალოდ, გახდით ის, ვინც ხართ, შეიყვარეთ საკუთარი თავი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით. მთავარია, საკუთარი თავის პატივისცემა არ დაკარგოთ.

0