ფესტივალ Echowaves-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 პირი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნივთმტკიცების სახით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ნაქურდალი ნივთებია ამოღებული.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა ანაკლიაში, ფესტივალ Echowaves-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ქურდობის ბრალდებით 16 პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასწრაფო-დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
„ორი ახალგაზრდა გოგონა კომაშია...“ – ნარკოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

უწყების ცნობით, 13 პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, ხოლო სამი – ქურდობის ბრალდებითაა დაკავებული.

„სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამი დაკავებულისგან კი ამოღებულია ნაქურდალი ნივთები", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ქურდობის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით და 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0