მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოს მოქალაქე გერმანიაში „შეუკვეთეს": ხანგოშვილის მკვლელობის ვერსიები

© photo: Sputnik / Zahari Schoerre / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია ბერლინში
პოლიცია ბერლინში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების მონაცემებით, მკვლელმა მსხვერპლს ორჯერ ესროლა და შემდეგ ველოსიპედით მიმალვას შეეცადა.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობა ბერლინში შეკვეთილი იყო, იუწყება ონლაინ-ჟურნალი Spiegel.

საქართველოს მოქალაქის, პანკისის ხეობის მკვიდრის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია შაბათს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა შესწავლისა და მონიტორინგის ცენტრმა" გაავრცელა.

სპეცოპერაცია პანკისში - საქართველოს პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის საკითხი ჩააგდო>>

ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, უცნობმა ველოსიპედისტმა მოაბიტის რაიონში მამაკაცს ესროლა. მამაკაცმა თავში სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. საქართველოს 40 წლის მოქალაქის მკვლელობისთვის რუსეთის 49 წლის მოქალაქე დააკავეს. ბერლინის პროკურატურის ინფორმაციით, აღმოჩენილია „მკვლელობის იარაღი და, სავარაუდოდ, ის ველოსიპედი, რომლითაც ეჭვმიტანილი მიმალვას ცდილობდა".

გერმანიის პოლიცია - Sputnik საქართველო
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის მოქალაქეა ბრალდებული

როგორც Spiegel-ი წერს, გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს, თუმცა ყველაზე დიდი ალბათობაა იმისა, რომ მკვლელობა დაკვეთით მოხდა. ცნობილია, რომ დამნაშავემ მსხვერპლს ორჯერ ესროლა. დამკვეთი შეიძლება იყოს დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენელი, ან უცხო სახელმწიფოს დაზვერვის სამსახური.

Spiegel-ის ინფორმაციით, დანაშაულის პოლიტიკურ მოტივზე მეტყველებს მსხვერპლის ბიოგრაფია: სამშობლოში ის სპეცსამსახურებთან იყო დაკავშირებული. როგორც გამოცემა წერს, მოგვიანებით მან საქმიანობა უკრაინაში განაგრძო, სადაც თბილისში თავდასხმის შემდეგ მიიმალა. ამის შემდეგ გადავიდა გერმანიაში, სადაც, როგორც რადიკალურ ისლამისტს, პოლიცია აკვირდებოდა.

სპეცოპერაციის შედეგები თბილისში - Sputnik საქართველო
იყო თუ არა მაჩალიკაშვილი ჩატაევის თანამზრახველი - საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა

ეს ხანგოშვილზე მეორე თავდასხმა იყო. 2015 წლის 28 მაისს თბილისში ჩაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა. მაშინ ხანგოშვილი სერიოზულად დაიჭრა. მკურნალობის დასრულებისთანავე მან საქართველო დატოვა.

ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურთან ჩატარებულ სპეცოპერაციაში შუამავალი იყო. სწორედ ამ სპეცოპერაციას დაუკავშირეს ხანგოშვილის ახლობლებმა 2015 წელს მომხდარი თავდასხმა.

რაც შეეხება სპეცოპერაციას, ის ლაფანყურის ხეობაში 2012 წლის აგვისტოში, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩატარდა. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციის მიზანი იმ ბანდფორმირების ლიკვიდაცია იყო, რომელსაც სოფელ ლაფანყურის რამდენიმე მკვიდრი მძევლად ჰყავდა აყვანილი. ოპერაციის დასრულების შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ მძევლები გათავისუფლებული იყვნენ, ხოლო 12 ბოევიკი და სპეცრაზმის 3 თანამშრომელი – დაღუპული.

ყველა ახალი ამბავი
0