ახალსოფელთან ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება

© photo: courtesy of Emergency Departament 112ხანძრის ჩაქრობა
ხანძრის ჩაქრობა  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძიმე ტექნიკას ხანძრის კერებისკენ გზა გაჰყავს

თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელთან ხანძრის ჩაქრობა მეორე დღეა ვერ ხერხდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სახანძრო მანქაბა - Sputnik საქართველო
სოფელ იყალთოში ორსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოებს რელიეფი ართულებს, რის გამოც ტექნიკა ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს.

ამ ეტაპზე ვერტმფრენებმა მუშაობა შეაჩერეს, ისინი ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვებიან. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან მეხანძრე-მაშველები. არსებული ინფორმაციით, ტყის მასივის დასაწყისში მობილიზებულია ტექნიკა, რომელსაც ხანძრის კერებამდე გზა გაჰყავს.

ახალსოფელთან ცეცხლის ქრობის პროცესში დღეს დამატებით მეორე ვერტმფრენი ჩაერთო, მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა კი 250-მდე გაიზარდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილის თქმით, ცეცხლის ჩაქრობისთანავე დაიწყება გამოძიება, მანამდე კი მან ვერსიებზე საუბრისაგან თავი შეიკავა. ადგილობრივები კი დაუდევრობაზე საუბრობენ.

Пожар после сбора урожая - Sputnik საქართველო
წეროვანში ხანძარი ლიკვიდირებულია

ღირსიაშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე იგეგმება 30 ერთეული ახალი სახანძრო მანქანის და ვერტმფრენების შეძენა. ამჟამად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განკარგულებაში სულ სამი ვერტმფრენია, რომელიც დღეს გორისა და ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარს ერთდროულად აქრობდა.

რაც შეეხება ხანძარს გორის რაიონის სოფელ საყავრესთან მდებარე ტყეში, იქ ცეცხლი ლოკალიზებულია და ცალკეული კერების დამუშავება მიმდინარეობს.

რამ გამოიწვია ხანძარი: სოფელ საყავრესთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ >>

გარდა ამისა, საქართველოში დღეს კიდევ რამდენიმე ხანძრის კერა გაჩნდა, რომელთა ლიკვიდაცია მოხერხდა.

ყველა ახალი ამბავი
0