წეროვანში ხანძარი ლიკვიდირებულია

© Pixabay / Natalia_KollegovaПожар после сбора урожая
Пожар после сбора урожая - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეცხლი საძოვრებს დღეს გაუჩნდა

თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. წეროვანში დღეს გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ცეცხლი წეროვანში საძოვრებს გაუჩნდა. იყო ძლიერი დაკვამლიანება. თუმცა ცეცხლი დასახლებულ ტერიტორიამდე არ გავრცელებულა. მეხანძრეებმა მისი ლიკვიდაცია დროულად მოახერხეს

ადგილზე სამი სამაშველო-სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

შეგახსენებთ, ხანძრებს აგრეთვე ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლისა და გორის რაიონის სოფელ საყავრეს ტყეებში ებრძვიან.

ყველა ახალი ამბავი
0