რამ გამოიწვია ხანძარი: სოფელ საყავრესთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

© photo: courtesy of Emergency Departament 112ტყის ხანძარი გორში
ტყის ხანძარი გორში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გორისა და ყვარლის რაიონში ტყის ხანძრებს ებრძვიან

თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრეში შსს ექსპერტ-კრიმინალისტები ჩავიდნენ, იუწყებიან ტელეკომპანია Imedi.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ბახმაროში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა - ვიდეო

გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტები ნახანძრალი ტერიტორიის შესწავლას იწყებენ, რათა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

სოფელ საყავრეს ტყე მესამე დღეა იწვის. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეხლი 40 ჰექტრამდე ფართობზე გავრცელდა.

რაც შეეხება ამჟამად არსებულ ვითარებას, ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება. ადგილზე დაკვამლიანების არეალი შემცირებულია. დარჩენილია რამდენიმე მცირე კერა, რომელიც ტყის მასივში, წლების განმავლობაში დაგროვებული ტორფის მასის შიდა წვის შედეგად არის წარმოქმნილი. მის დამუშავებას ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მხედველობის არეალის აღდგენისთანავე, დღეს დილიდან, დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოებში კვლავ ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.

რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.

გუშინ საღამოს ხანძარი გაჩნდა ასევე ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ კახეთის სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლი სამ ჰექტარის ფართობის ტყეში გავრცელდა. ხანძარს 70 მეხანძრე-მაშველი ებრძვის.

ცეცხლი გავრცელებულია ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარსა და ბუჩქებზე.

რთული რელიეფის გამო, კერებთან ცოცხალი ძალა მუშაობს და ასევე ჩართულია ავიაცია. ცეცხლის ქრობაში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ადგილზე უკვე მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან და კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებიდან.

ხანძრის მოსახლეობაზე გადასვლის საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს, იუწყებიან სამსახურში.

ახლახან პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძარია ასევე წეროვანთან - ცეცხლი ბალახს უკიდია და პერიმეტრზე დაკვამლიანებაა.

ადგილზე გასულია სამი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, რომელიც ხანძრის ლოკალიზაციას ცდილობს.

ყველა ახალი ამბავი
0