„საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს – დამნაშავე დაკავებულია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამნაშავეს ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ელოდება.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. მუხიანში მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალის დაყაჩაღებისთვის შსს-ს თანამშრომლებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს, იუწყება პირველი არხი.

დამნაშავე 22 აგვისტოს „საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ფილიალში იარაღით შეიჭრა, გაიტაცა ფული და მიიმალა. პოლიციამ ის რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

თბილისის ცენტრში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა>>

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0