ძარცვა ქუთაისში: სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს

გამოწერა
დაკავებულმა მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ფული და მობილური წაართვა და გაიქცა.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისში ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ფული და მობილური წაართვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასტიკი დანაშაული: რატომ მიუსაჯეს მამაკაცს 9 წელი მობილური ტელეფონის ქურდობისთვის>>

პოლიციამ დამნაშავე მალევე დააკავა. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძება ძარცვის ფაქტზე, სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0