კაჭრეთში ხანძარია – ცეცხლს ოცდაათამდე მეხანძრე ებრძვის

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯამში ექვსი მანქანა და 30-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო კაჭრეთში მთის ფერდობზე ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩაქრობაში ვერტმფრენიც ჩაერთო, იუწყება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, ცეცხლი რთულად მისადგომ ადგილზე გაჩნდა, თუმცა სახანძრო სამსახურები აქტიურად მუშაობენ და ლოკალიზებას ცდილობენ.

ხანძრის შედეგები მიწის ნაკვეთზე - Sputnik საქართველო
ხანძარი ტყესთან ახლოს: ლაგოდეხში სტიქიას ებრძვიან – ვიდეო

იწვის ტყის ქვედა საფარი, ნამკალი და საძოვარი. მობილიზებულია კაჭრეთისა და გურჯაანის ოთხი სახანძრო-სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე-მაშველი, მათ ასევე სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ეხმარებიან. ჯამში ექვსი მანქანა და 30-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.

ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენიც.

ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურში აცხადებენ, რომ სიტუაციას აკონტროლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0