სუს-მა დეპუტატი „საქართველოს ფოსტის" ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით დაკითხა

© photo: Sputnik / Stringerსუს-ი
სუს-ი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სუს-ს აინტერესებს „საქართველოს ფოსტის" ქონების გაყიდვა იმ პერიოდში, როდესაც ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე ბიძინა გეგიძე იყო.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ბიძინა გეგიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო მისი „საქართველოს ფოსტაში" მუშაობის პერიოდით იმიტომ დაინტერესდა, რომ მან მმართველი პარტიის დატოვების მზადყოფნის შესახებ განაცხადა.

ანტიკორუფციული სააგენტო 2014-2016 წლებში „საქართველოს ფოსტის" ქონების აუქციონზე გაყიდვით დაინტერესდა. მაშინ გეგიძეს ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

„ეს საკითხი ეხება ჩემ საქმიანობას წინა სამსახურში – „საქართველოს ფოსტაში". კერძოდ, ეს ეხება „საქართველოს ფოსტის" ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციას, რა დროსაც ფოსტის კუთვნილი ობიექტები აუქციონის წესით იყიდებოდა", – განუცხადა გეგიძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, აუქციონს ატარებდა სახელმწიფო. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს აინტერესებდათ, თუ როგორ დგებოდა აუქციონზე გასატანი ობიექტების სია და როგორ ხდებოდა ამ ობიექტების შეფასება.

დაკავება - Sputnik საქართველო
ამანათი აშშ-დან: „საქართველოს ფოსტით“ იარაღის ნაწილები გადმოაგზავნეს

„პოლიტიკოსი ვარ და მარტივია – როდესაც საქმიანობის მესამე წელს მიბარებენ მოწმის სტატუსით, თავისთავად პოლიტიკურ საქმიანობასთან კავშირშია", – აღნიშნა გეგიძემ.

მისი თქმით, აუქციონის მსვლელობაზე გავლენა არც ერთ თანამშრომელს არ შეეძლო. „საქართველოს ფოსტის" უფლებამოსილება ობიექტების სიის მომზადების შემდეგ შეწყდა.

დაკითხვის ოქმს გეგიძემ ხელი არ მოაწერა, რადგან ზოგიერთი ცვლილების შეტანა სურს.

„ჩემი უფლებაა, რომ შესწორებები შევიტანო უკვე ამ ლაპარაკის შემდგომ ოქმში… ოქმში აისახა შინაარსი, მაგრამ ჩემი აზრი, რაზეც ვპასუხობდი, არ არის ისე ასახული, როგორც ჩემთვის მისაღები იქნება. ჩემი პასუხები რომ წავიკითხე, არ მომეწონა აზრობრივად და მინდა უფრო გამართული იყოს და ყველასთვის ნათელი, რომ ყველამ გაიგოს ცალსახად", – განაცხადა გეგიძემ.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
სკანდალური კანონპროექტი მოქმედებაში - საქართველოში მოსამართლეთა შერჩევა დაიწყო

დეპუტატმა ასევე განმარტა, თუ რა შემთხვევაში დატოვებს მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს". ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სიის კენჭისყრაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭო 20 ვაკანტურ ადგილზე კანდიდატების შერჩევის პროცესს მალე დაასრულებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლო 2018 წლის დეკემბერში სკანდალის გამო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა მოსამართლეების კანდიდატთა სია, რომელშიც აღმოჩნდნენ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი მოსამართლეები, რომელთაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში სდებდნენ ბრალს.

სკანდალის შემდეგ გადაწყდა, რომ სია უკან გაეწვიათ და შეემუშავებინათ კანდიდატების შერჩევის მკაფიო კრიტერიუმები, რათა სასამართლო ხელისუფლების ობიექტურობასთან დაკავშირებით ეჭვი არავის შეეპაროს.

ყველა ახალი ამბავი
0