ბახმაროს გზაზე ავტომობილი ამოტრიალდა – არიან დაშავებულები

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ჩოხატაურის რაიონულ კლინიკაში გადაიყვანეს. 

თბილისი, 19 აგვისტო  — Sputnik. კურორტ ბახმაროს გზაზე ავტომობილი მოსრიალდა და ამოტრიალდა,  იუწყება ტელეკომპანია Rustavis 2

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
შემზარავი ავარია ცენტრალურ ავტომაგისტრალზე - ერთი დაღუპული და სამი დაშავებული

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი მგზავრი დაშავდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ მიღებული. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ჩოხატაურის რაიონულ კლინიკაში გადაიყვანეს. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0