ჩხუბი რესტორანში: დაკავებულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ვაჟი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახალგაზრდას ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა მოუწევს.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის ექს-მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ვაჟი დედაქალაქის ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის გამო დააკავეს, იუწყება პირველი არხი.

ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა ინფორმაცია მასმედიაში მხოლოდ დღეს გავრცელდა.

სასწრაფო დახმარება ბათუმის ბულვარზე - Sputnik საქართველო
სისხლიანი დაპირისპირება აჭარაში: ბათუმის ერთ-ერთ კლუბში ახალგაზრდა დაჭრეს

შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ მიიღო შეტყობინება პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორნიდან „ღვინის ქარხანა გალერეა". გამოირკვა, რომ ექს-მინისტრის 23 წლის ვაჟმა და მისმა მეგობარმა დაცვის თანამშრომლებთან იჩხუბეს.

მეტიც, ახალგაზრდებმა წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილზე მისულ პოლიციელებს, რომლებმაც ისინი მოგვიანებით დააპატიმრეს.

საქმეზე გამოძიება წარიმართა „ძალადობის" მუხლით. მოსამართლემ დაკავებულები სამართალდამრღვევებად აღიარა და მათ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დააკისრა. ჯარიმის ოდენობა უცნობია.

სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - დაჭრილია 51-ე სკოლის მოსწავლე>>

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მთავრობაში 2015 წლიდან მუშაობდა. ჯერ იყო ეკონომიკის, შემდეგ ფინანსთა მინისტრი.

ყველა ახალი ამბავი
0