კონტრაბანდა საქართველოში: ზუგდიდში უაქციზო სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი ამოიღეს

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშისიგარეტი
სიგარეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ზუგდიდის რაიონში უაქციზო სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა სოფელ რუხში განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი (ჯამში 64 185 ღერი) და 72 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ამოიღეს.

უაქციზო სიგარეტის უპრეცედენტო კონტრაბანდა: დაკავებულია 12 პირი>>

საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ, საქმის მასალები კი, სსკ-ის 241-ე მუხლის შესაბამისად, შემდგომი განხილვის მიზნით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

ყველა ახალი ამბავი
0