ახალქალაქში ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს ბრალი საზღვარზე ხალხის არალეგალურად გადაყვანაში ედება.

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა ახალქალაქში ინტერპოლის მიერ ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისში ინტერპოლით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი საქართველო–თურქეთის საზღვრთან, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „კარწახში“ დააკავეს.

1961 წელს დაბადებულ თურქეთის მოქალაქეს ა.ტ.-ს ბრალი საზღვარზე ხალხის არალეგალურად გადაყვანაში ედება.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0