მოსამართლის ჩაქუჩი

ნარკომოვაჭრეს სასამართლომ ცხრა წლით პატიმრობა შეუფარდა

59
(განახლებულია 21:06 14.08.2019)
ბრალდების მხარემ დამნაშავის ბრალეულობის დამტკიცება შეძლო

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკებით მოვაჭრეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2019 წლის 12 ივლისს დააკავეს და დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება წაუყენეს ბრალად.

ინტერნეტით ნარკოტიკის გასაღებაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვეს>>

სასამართლოზე დამტკიცდა, რომ განსასჯელმა უკანონო დშეიძინა ჰეროინი, ხოლო შემდეგ მას უფრო მომგებიან ფასად ყიდდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამაკაცი დამნაშავედ ცნო და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

59
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1204)
სამაშველო ოპერაცია მდინარეზე

მცხეთაში ავტომობილი მტკვარში გადავარდა დაიღუპა სამი ახალგაზრდა ქალი

62
ავტომობილი მდინარეში 30 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. მაშველებმა სამი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს – გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდა ქალია.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. მცხეთაში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყების ინფორმაციით, ავტომობილი 30 მეტრი სიმაღლიდან მტკვარში გადავარდა. სახანძრო–სამაშველო ძალების დახმარებით მდინარიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდა ქალია.

„რამდენიმესაათიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მეხანძრე-მაშველებმა წყლის ფსკერზე, ავტომობილში მყოფი ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მოგვიანებით, მყვინთავებმა კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, პროცესში ჩართული იყო 15 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ექვსკაციანი ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო გასაბერი ნავი, დრონი და სხვა ყველა აუცილებელი ტექნიკა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

62
თემები:
შემთხვევები საქართველოში
დიღმის მასივის მესამე კვარტალში საქართველოს ბანკის ექსპრეს-ფილიალი დააყაჩაღეს

შეიარაღებულმა მამაკაცმა დიღმის მასივში ბანკიდან თანხა გაიტაცა

75
(განახლებულია 17:56 27.11.2020)
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები არიან მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს–ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და თანხა გაიტაცა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცმა მოლარე–ოპერატორს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა. მას შემდეგ, რაც მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მამაკაცმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო.

გატაცებული თანხის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

ამჟამად ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც "ყაჩაღობას" გულისხმობს.

75
თემები:
შემთხვევები საქართველოში

საბავშვო ევროვიზია 2020: ფინალამდე რჩება ორი დღე - ვიდეო

0
წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone

საერთაშორისო სიმღერის კონკურს „საბავშვო ევროვიზია 2020“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მაყურებლის ონლაინ–კენჭისყრამ სტარტი პარასკევს, 27 ნოემბერს, 23:00 საათიდან აიღო.

ხმის მიცემა შესაძლებელია ვებ-გვერდზე junioreurovision.tv. მაყურებელს ყველა კონკურსანტის გამოსვლის ნახვის შემდეგ შესაძლებლობა ექნება ხმა მისცეს სამ კონკურსანტს, მათ შორის – საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს.

წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone. გადელიას საკონკურსო სიმღერაზე იმუშავა კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ, ტექსტი კი თემო საჯაიას ეკუთვნის. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეშვიდე ნომრად გამოვა.

კონკურსის ფინალს ქართველი მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ კვირას, 29 ნოემბერს, 20:00 საათიდან იხილავს.

 

0