მეხანძრეები

ვალეში სამი სახლი იწვის - 30 მეხანძრე მაშველი ხანძრის ჩაქრობას ცდილობს

100
(განახლებულია 16:56 14.08.2019)
ხანძარი რამდენიმე წუთის წინ კერძო სახლში გაჩნდა და შემდეგ მეზობლის ორ სახლზე გავრცელდა

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ადიგენის რაიონის სოფელ ვალეში სამი საცხოვრებელი სახლი იწვის, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ხანძარი რამდენიმე წუთის წინ კერძო სახლში გაჩნდა და შემდეგ მეზობლის ორ სახლზე გავრცელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ექვსი სახანძრო ბრიგადა და 30 მეხანძრე მაშველი მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

100
თემები:
შემთხვევები საქართველოში (644)