თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. იტალიელმა კარაბინიერებმა მილანში საქართველოს მოქალაქე იმ დროს დააკავეს, როცა იგი ბინის გაქურდვას აპირებდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცი მილანის ერთ-ერთ სახლში 13 აგვისტოს დააკავეს.
პირადი ჩხრეკისას მას ძვირფასეულობა აღმაოჩნდა თან.
ქურდობის შესახებ სამართალდამცავებს ცხელი ხაზის საშუალებით შეატყობინეს.