დაკავება

რუსთავში 32 წლის მამაკაცმა მეუღლე და ძმა დაჭრა

199
(განახლებულია 11:28 14.08.2019)
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე პოლიცია თავად ბრალდებულმა გამოიძახა

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით რუსთავში 32 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს რუსთავში, საკუთარი სახლის ეზოში ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა ძმასა და საკუთარ მეუღლეს, რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებში გადაიყვანა. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ და ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე პოლიცია თავად ბრალდებულმა გამოიძახა.

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

199
თემები:
კრიმინალი საქართველოში (990)
მეხანძრე

ხანძარი სვანეთში: ცეცხლთან ბრძოლა სრულდება დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა

51
(განახლებულია 17:55 09.07.2020)
მობილიზებული იყო დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე ქვემო ქართლის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდან.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. სვანეთში, სოფელ ხაიშთან ხანძრის ოთხი აქტიური კერიდან სამი უკვე ლიკვიდირებულია, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ხელმძღვანელობენ. ადგილზე ასევე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„სოფელ ხაიშთან... ოთხდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა სამი კერის ლიკვიდაცია, ხოლო მეოთხე კერაზე სრული ლოკალიზებაა. დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ადგილზე ცეცხლის კერებს აქრობენ მეხანძრე-მაშველების ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ტერიტორიის მონიტორინგი ხდებოდა დრონის საშუალებით.

მანამდე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ოთხი ვერტმფრენი იყო ჩართული. მობილიზებული იყო დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე ქვემო ქართლის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდან.

სოფელ ხაიშთან სულ 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა. რთულ რელიეფზე სამუშაო პროცესში ჩართული იყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია სრულად კონტროლდება და გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები.

51
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ხელბორკილები

მამისა და ბაბუის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

58
(განახლებულია 16:56 09.07.2020)
ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილ დაკავებულს, რომელიც არაერთხელ ნასამართლევია, 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდება.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. მცხეთა–მთიანეთის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემობაში ჩადენილი ორი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

30 წლამდე მამაკაცმა მძინარე მამა და ბაბუა მოკლა>>

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 7 ივლისს ადრე არაერთგზის ნასამართლევმა 28 წლის ახალგაზრდამ მუხრანში, საკუთარ სახლში ცივი იარაღით მოკლა მამა და ბაბუა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

ეჭვმიტანილი სოფელ მუხრანში დააკავეს.

58
თემები:
კრიმინალი საქართველოში (990)
აია სოფიას ტაძარი სტამბულში

აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდება - თურქეთმა გადაწყვეტილება მიიღო

0
(განახლებულია 16:47 09.07.2020)
აიასოფია დაახლოებით ათასი წლის განმავლობაში მსოფლიოს უდიდესი ტაძარი იყო, თუმცა შემდეგ ოსმანთა იმპერიის უმთავრეს მეჩეთად გადაკეთდა

თბილისი, 9 ივლისის — Sputnik. თურქეთის სახელმწიფო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი წმინდა სოფიას (აია-სოფია) საკათედრო ტაძარ-მუზეუმის სტატუსის შეცვლას და მის მეჩეთად გადაკეთებას.

ამის შესახებ Twitter-აკაუნტზე თურქმა ჟურნალისტმა რაგიპ სოილუმ დაწერა ქვეყნის მთავრობაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.

​მისი თქმით, ტაძრის სტატუსის შეცვლა ოფიციალურად 10 ივლისს უნდა გამოცხადდეს.

ის ფაქტი, რომ თურქეთის ხელისუფლება წმინდა სოფიას ტაძრის სტატუსის შეცვლას განიხილავდა, 2 ივლისს გახდა ცნობილი. აღინიშნა, რომ ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, თურქ რესპონდენტთა დაახლოებით 70% მხარს უჭერს ტაძრის მეჩეთად გადაქცევის გადაწყვეტილებას.

ამ ღირსშესანიშნაობის სტატუსის შეცვლის წინააღმდეგ გამოვიდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია.

აია-სოფიას ტაძარი 537 წლის 27 დეკემბერს აკურთხეს. დაახლოებით ათასი წლის განმავლობაში ის იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი ტაძარი, მაგრამ შემდეგ ოსმალეთის იმპერიის მთავარ მეჩეთად იქცა. 1935 წლიდან მას მუზეუმის სტატუსი აქვს, ხოლო 1985 წელს იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს.

0
თემები:
მსოფლიო დღეს