არ გადაკვეთო!

თბილისში საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა - იხილეთ კადრები

160
(განახლებულია 10:39 14.08.2019)
საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის აივანი ჩამოინგრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე (ყოფილი შეროზიას ქუჩა - რედ.) გუშინ, საღამოს მოხდა.

საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან, არ დაზიანებულა აღნიშნულ ტერიტორიაზე მდგომი ავტომობილები.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები.

160
თემები:
შემთხვევები საქართველოში (645)