ოქროს სამკაულები

საქართველოში 2 კგ–ზე მეტი ოქროს და ვერცხლის ნივთები უკანონოდ შემოჰქონდათ

106
(განახლებულია 21:39 13.08.2019)
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა „სარფის“  საბაჟო–გამშვებ პუნქტში  ოქროსა და ვერცხლის უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, მებაჟეებმა  საქართველოს და აზერბაიჯანელი მოქალაქეების კუთვნილი ხელჩანთებისა და ფიზიკური  დათვალიერებისას არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის  ნაკეთობები (2 კგ–ზე მეტი ოქრო, 399,7 გრამი ვერცხლი) აღმოაჩინეს.

საქონლის საბაჟო ღირებულებამ  ჯამში 170,128.05 ლარი შეადგინა.

უწყების ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

106
თემები:
კრიმინალი საქართველოში (990)
მეხანძრე

ხანძარი სვანეთში: ცეცხლთან ბრძოლა სრულდება დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა

52
(განახლებულია 17:55 09.07.2020)
მობილიზებული იყო დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე ქვემო ქართლის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდან.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. სვანეთში, სოფელ ხაიშთან ხანძრის ოთხი აქტიური კერიდან სამი უკვე ლიკვიდირებულია, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ხელმძღვანელობენ. ადგილზე ასევე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„სოფელ ხაიშთან... ოთხდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა სამი კერის ლიკვიდაცია, ხოლო მეოთხე კერაზე სრული ლოკალიზებაა. დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ადგილზე ცეცხლის კერებს აქრობენ მეხანძრე-მაშველების ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ტერიტორიის მონიტორინგი ხდებოდა დრონის საშუალებით.

მანამდე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ოთხი ვერტმფრენი იყო ჩართული. მობილიზებული იყო დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე ქვემო ქართლის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდან.

სოფელ ხაიშთან სულ 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა. რთულ რელიეფზე სამუშაო პროცესში ჩართული იყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია სრულად კონტროლდება და გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები.

52
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ხელბორკილები

მამისა და ბაბუის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

59
(განახლებულია 16:56 09.07.2020)
ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილ დაკავებულს, რომელიც არაერთხელ ნასამართლევია, 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდება.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. მცხეთა–მთიანეთის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემობაში ჩადენილი ორი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

30 წლამდე მამაკაცმა მძინარე მამა და ბაბუა მოკლა>>

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 7 ივლისს ადრე არაერთგზის ნასამართლევმა 28 წლის ახალგაზრდამ მუხრანში, საკუთარ სახლში ცივი იარაღით მოკლა მამა და ბაბუა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

ეჭვმიტანილი სოფელ მუხრანში დააკავეს.

59
თემები:
კრიმინალი საქართველოში (990)
წერილი ბოთლში

9 წლის ბიჭმა ბათუმში ზღვაში ბოთლით წერილი გადააგდო, რომელიც კრასნოდარში იპოვეს - ფოტო

0
(განახლებულია 15:02 09.07.2020)
სოციალურ ქსელში დაუჯერებელი ისტორია ვრცელდება. 9 წლის ბიჭი, რომელმაც ბათუმში წერილი ზღვაში გადააგდო გზავნილი შემთხვევით კრასნოდარის მხარეში გაგზავნა

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ბოთლში ჩადებული წერილი, რომელიც 9 წლის საბა შარაშენიძემ ბათუმში, ზღვაში გადააგდო, კრასნოდარის მხარეში, სანაპიროზე იპოვეს, წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ წევრი ოთარ ჩრდილელი.

პოსტიდან ირკვევა, რომ წერილის ავტორი 9 წლის საბა შარაშენიძეა, რომელიც სავარაუდოდ საქართველოში, ბათუმში ცხოვრობს. მან წერილი ბოთლში მოათავსა და ზღვაში გადააგდო. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ზღვამ კრასნოდარის მხარეში გამორიყა.

„ახლა იქაური გაზეთის რედაქტორი ეძებს – საბას, ხომ არ იცნობთ?”,- წერდა ოთარ ჩრდილელი „ფეისბუქში“ და წერილსაც აქვეყნებდა.

მოგვიანებით ოთარ ჩრდილელმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს აცნობა, რომ წერილის ავტორი იპოვეს და მისი ფოტო საზოგადოებას გაუზიარა.

0