თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდში 26 წლის ქალი დედამთლის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს, იუწყება ქართული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი დედამთილის საჩივრის საფუძველზე დააკავეს. მას 5 ათასი ლარის მოპარვაში ადანაშაულებენ.
სამართალდამცავების მიერ ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ თითის ანაბეჭდები, რომელიც დედამთილის საფულეზე იყო, რძალს ეკუთვნოდა. ასევე, დაკარგული თანხა ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.
ახალგაზრდა ქალმა ბრალი აღიარა. ამ დროისათვის ის ზუგდიდის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
ბრალდებულის სასამართლოს პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.