ტელეკამერა

ტელეკომპანია „პირველზე" კიბერშეტევა განხორციელდა

83
(განახლებულია 12:21 13.08.2019)
ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება ტვ „პირველზე" განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. დამოუკიდებელი „ტელეკომპანია პირველის" ცენტრალურ სერვერზე დღეს დილით კიბერშეტევა განხორციელდა, ნათქვამია ტელეკომპანიის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კიბერშეტევამ არხის სრული პარალიზება გამოიწვია და ეთერში მაუწყებლობა სრულფასოვნად ამ დრომდე ვერ გადის.

„დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა „საქმიანი დილა" და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები", - აღნიშნულია განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება „ტვ პირველზე" განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე.

ტელეკომპანია „პირველის" მფლობელი ვატო წერეთელი ცოტა ხნის წინ პროკურატურამ დაიბარა. მისი დაბარება გამოკითხვაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს უკავშირდებოდა.

თავად TV Pirveli-ს დამფუძნებელი ვარაუდობდა, რომ მიმდინარე მოვლენები, უშუალოდ ტელეკომპანიას უკავშირდება. როგორც მან განაცხადა, ტელევიზიასთან დაკავშირებით მუდმივად იყო შეტევები, თუმცა ამ შეტევებს მუდმივად უმკლავდებოდნენ.

წერეთელმა პროკურატურაში მის დაბარებასთან დაკავშირებით საკუთარ Facebook-გვერდზე განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ „ტვ პირველი" არავის გავლენის ქვეშ არ გადავიდოდა.

83
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1508)
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი

ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 17 წლის გოგონა დაიღუპა

71
(განახლებულია 11:38 02.07.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი  ლიფტში შევიდა, რა დროსაც ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. წყალტუბოში  17 წლის გოგონა მიტოვებული შენობის ლიფტის შახტში ჩავარდა და დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

უბედური შემთხვევა წყალტუბოში გუშინ მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ლიფტში შევიდა, რა დროსაც ლიფტის შახტში ჩავარდა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის  115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

71
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1508)
პროკურატურის შენობა

მამაკაცს, რომელმაც თავის შეყვარებულს ცეცხლი წაუკიდა, ბრალი წარედგინა

110
ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია. ახალგაზრდა მამაკაცს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. 24 წლის მამაკაცს, რომელმაც ახალგაზრდა ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალი წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შ.გ.-ს  განზრახული ჰქონდა განსაკუთრებული სისასტიკით - ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ს.შ. 2020 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში ბრალდებულმა ს.შ. გაიყვანა მისი საცხოვრებელი სახლიდან და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამის შემდეგ ბრალდებულმა ბენზინი მიასხა ქალს და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ქალს ადგილზე შეკრებილი ადამიანები დაეხმარნენ. მან ცეცხლის წაკიდების შედეგად მრავლობითი დამწვრობები და ძლიერი შოკი მიიღო.

სამართალდამცველებმა მამაკაცი საგარეჯოს რაიონში, სოფელ პატარძეულის მიმდებარე ტერიტორიაზე იმავე დღეს დააკავეს.

ახალგაზრდა მამაკაცი დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, მამაკაცს ბრალი  სსკ-ის 109-ე მუხლით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

110
თემები:
კრიმინალი საქართველოში
გოგონა აყვავებული ხის ტოტებში

რატომ უნდა შეარჩიოთ კოსმეტიკური საშუალებები ორსულების და ბავშვებისთვის ფრთხილად

0
(განახლებულია 12:12 02.07.2020)
თითქოს ჩვეულებრივი ამბავია -  ხშირად დაჰყავთ დედებს გამოპრანჭული პატარა გოგონები, ლამაზი სამოსით, პაწაწინა ტუჩებზე პომადით, შეღებილი თმით და ფრხილებზე ათასფერი ლაქით. მოინდომა პატარამ და უფროსებმაც მარტივად აუსრულეს სურვილი.

იცით, რამდენ ქიმიურ „აგენტს“ ეხებიან პატარები ყოველდღიურად? გსმენიათ რამე პარაბენების, ფტალატების, ფენოლების მავნე ზემოქმედების შესახებ ორგანიზმზე? რას ნიშნავს ყოველივე ეს, რა გავლენას ახდენს ის ბავშვის ჯანმრთელობაზე, ამ ყველაფრის შესახებ „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს.

თამარ ობგაიძე
თამარ ობგაიძე

- რა გზით შეიძლება ეს მავნე ნივთიერებები მოქმედებდეს ბავშვის ზრდასა და ჯანმრთელობაზე?

- უკანასკნელ ათწლეულებში მეცნიერებმა შენიშნეს, რომ დაჩქარდა არა მარტო ბავშვის ზრდის ტემპი, რასაც აქსელერაცია ეწოდება, არამედ სექსობრივი მომწიფებაც უფრო ადრე დგება, ვიდრე გასულ საუკუნეში. ყველა დედამ იცის, მენსტრუაციის დადგომის შემდეგ გოგონას სიმაღლეში ზრდა ნელდება, ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ხშირად კავშირშია წონის მატებასთან, მომდევნო ეტაპებზე კი ძუძუს და საკვერცხის დაავადებების განვითარების მაღალ რისკთან.

- სად იმალებიან მავნე ქიმიკატები?

- პარაბენები კონსერვანტებია, რომელბიც ზრდიან კოსმეტიკური საშუალებების ვარგისიანობის ვადას. ამიტომ მათ ხშირად შეხვდებით შამპუნებში, დასაბან გელებში, სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალების შემადგენლობაში.

ფტალატებს სუნამოებში, დეოდორანტებში, შამპუნებში, ფრჩხილის ლაქებში და კოსმეტიკურ საშუალებებში იპოვით. ამ მავნე ნივთიერებებს ზოგიერთი პლასტმასაც შეიცავს, ამიტომ, როცა საქმე ბავშვთა კვებისათვის საჭირო ჭურჭელს ეხება, განსკუთრებულად ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ფენოლები, მათ შორის ტრიკლოზანი, ანტიბაქტერიული საპნების და კბილის პასტის შემადგენლობაშია. ცნობისათვის, აშშ წამლისა და სურსათის სააგენტო ტრიკლოზანის შემცველი პირადი ჰიგიენის საშუალებების მოხმარებას რეკომენდაციას არ უწევს. ფენოლები შედის პომადებში, თმის ლაქებში, კანის ლოსიონებში და ზრდის ამ საშუალებათა მოქმედების ვადას.

რაც შეეხება ლაურილ სულფატს, რომელიც ასაქაფებელი ნივთიერებაა და შედის ბევრი საპნის, შანპუნის, ტანის გელის შემადგენლობაში, აშშ წამლისა და სურსათის სააგენტო მას არ განიხილავს, როგორც კანცეროგენს, თუმცა ამ ნივთიერებას შეუძლია კანის გაღიზიანება და უმჯობესია, თუ ჩვილების შამპუნებსა და ტანის გელებში არ იქნება.

- რა შეუძლიათ ქიმიკატებს?

- ის, რომ ეს მავნე ნივთიერებები პირდაპირ კავშირშია სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკთან, საყოველთაოდ ცნობილია.

- შეუძლიათ თუ არა მათ ზემოქმედება ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე?

- როგორც ჩანს, დიახ! ამ მავნე ნივთიერებებს აქვთ უნარი, ზემოქმედება მოახდინონ ბავშვის ენოკრინულ სისტემაზე, მათ აქვთ ესტროგენების (ქალის სასაქესო ჰორმონების) მსგავსი მოქმედება და ამიტომ ნაადრევი სქესობრივი მომწიფებაც დგება.

რაც შეეხებათ ვაჟებს, მეცნიერებმა ასეთი კორელაცია ვერ აღმოჩინეს - როგორც ჩანს, მამაკაცის სასაქესო ჰორმონების- ანდროგენებისმაგვარი მოქმედება მათ არ აქვთ და ამ გზით არ მოქმედებენ ვაჟების რეპროდუქციულ სისტემაზე.

საყურადღებოა, რომ ბავშვის განვითარების მანძილზე არსებობს რამდენიმე კრიტიკული პერიოდი, როცა მავნე ფაქტორების ზემოქმედება განსაკუთრებულად აისახება მის ორგანიზმზე, მათ შორის მუცლადყოფნის და ადრეული განვითარების პერიოდებში.

- რა შეიძლება გავაკეთოთ?

- შეძლებისდაგვარად, ეცადეთ, გამოიყენეთ ბიოპროდუქტები. შეზღუდეთ პლასტმასის კონტეინერების გამოყენება საკვების მოსამზადებლად და შესანახად. ბავშვის ჭურჭლის შერჩევისას უპირატებოსობა უსაფრთხო პროდუქციას უნდა მიენიჭოს ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატით. ასეთ პროდუქციას წამყვანი მწარმოებლები გვთავაზობენ.

კოსმეტიკური საშუალებების შეძენისას ყურადღებით წაიკითხეთ მისი შემადგენლობა და ისეთი შეარჩიეთ, რომელიც არ შეიცვას პარაბენებს, ფტალატებს და ფენოლებს. შეზღუდეთ პირადი ჰიგიენის ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც ტრიკლოზანს შეიცავენ (საპნები, კბილის პასტები). გახსოვდეთ, ხელზე მიკრობების განადგურებისათვის სრულიად საკმარისია ხელის ჩვეულებრივი საპნითა და წყლით დაბანა.

და, ბოლოს, არ არის აუცილებელი თქვენი პატარა პრანჭია აუცილებლად პარაბენგაჟღენთილი მაკიაჟით, ფრხჩხილის ლაქით და შეღებილი თმით წარუდგინოთ სამყაროს, ის ხომ ისედაც ძალიან ლამაზი და საყვარელია.

 

0