ლუდის მაღაზია

შემოსავლების სამსახურმა 450 ლიტრი უაქციზო ლუდი აღმოაჩინა

75
(განახლებულია 21:56 12.08.2019)
უაქციზო საქონელი მფლობელს ჩამოერთვა

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 450 ლირტი უაქციზო ლუდის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა, იუწყება ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახური.

უწყების ცნობით, უაქციზო ლუდი მფლობელს ჩამოერთვა, ხოლო საქმის მასალები კი, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

დარღვევა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად გამოავლინეს.

75
თემები:
კრიმინალი საქართველოში (386)