თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში, ალაზნის სარწყავ არხში თერთმეტი წლის მოზარდი დაიხრჩო, იუწყება პირველი არხი.
უბედური შემთხვევა დღეს მოხდა.
ადგილობრივების განცხადებით, მოზარდი, ალაზნის სარწყავ არხზე საბანაოდ, სავარაუდოდ, უფროს ძმასთან ერთად იმყოფებოდა. ბანაობისას ის დინებამ წაიღო.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.