„მაკაროვი" და საბრძოლო ვაზნები - დაკავებულია ერთი პირი

გამოწერა
პოლიციამ დაკავებულის ავტომობილის სამალავში უკანონო იარაღი აღმოაჩინა

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღს მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთ პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცავებმა დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად უკანონოდ შენახული „მაკაროვის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რვა საბრძოლო ვაზნა და ერთი მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დაწყებულია იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც აღმკვეთ ღონისძიების სახით ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0