სამაშველო ოპერაცია უშბაზე - დაშავებულები არიან ტურისტები

გამოწერა
ამ დროისთვის მიმდინარეობს დაშავებულის თბილისში ტრანსპორტირების პროცესი

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. უშბაზე დაშავებული უცხოელი ტურისტის სამაშველო ოპერაციის ფარგლებში სვანეთის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი გაიგზავნა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, უშბაზე სულ ორი ტურისტი იმყოფებოდა, მათგან ერთია დაშავებული. ამ დროისთვის მიმდინარეობს დაშავებულის თბილისში ტრანსპორტირების პროცესი, რომელსაც სავარაუდოდ, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მოათავსებენ.

მომხდარის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცი არ ვრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0