ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას საქმე: ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

116
(განახლებულია 20:14 11.08.2019)
ადვოკატის განცხადებით, ნიკა გვარამია უარს არ ამბობს საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე

თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ, არ გვაქვს მოლოდინი რომ შეიცვლება მოცემულობა, უბრალოდ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ საშუალებას, განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ნიკა გვარამიას 40 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა >>

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს – 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ასევე, გვარამიას სამართალდამცავი ორგანოს ნებართვის გარეშე ქვეყნის საზღვრის დატოვება აეკრძალა. მოსამართლე გიორგი კერატიშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიამ გირაო ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.

ნიკა გვარამიას უფლებადამცველს საქალაქო სასამართლოს განჩინება დღეს ჩაბარდა. კანონმდებლობის მიხედვით, ადვოკატს მოსამართლის დადგენილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებისთვის 48 საათი აქვს.

„რაც შეეხება მომავალში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსადმი მიმართვას, ბუნებრივია ეს დამოკიდებულია ბევრ გარემოებაზე, მათ შორის იმაზე, თუ რას გააკეთებს მომავალში პროკურატურა და როგორ მოიქცევა მოსამართლე“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, ნიკა გვარამია უარს არ ამბობს საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე.

„აქვე მინდა ხაზი გავუსვა გარემოებას, რომ ამ 30 დღეში და მომავალშიც, რამდენჯერაც და სადაც დაგვიძახებენ, ყველგან მივალთ დათქმულ დროს და ყველა კითხვას გავცემთ ამომწურავ პასუხს, ყველა საპროცესო მოქმედებაში მივიღებთ მონაწილეობა, ნიკა გვარამია ამაზე არ ამბობს უარს“, – განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ნიკა გვარამიამ არაერთხელ განაცხადა, ის გირაოს გადახდას არ აპირებს. სასამართლომ უკვე განაცხადა, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიება უფრო მკაცრით - პატიმრობით შეიცვლება.

ნიკა გვარამია: „ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ, არც გირაოს გადავიხდი“ >>

ნიკა გვარამიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 220-ე მუხლით, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

116
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
მეხანძრე–მაშველები

დიდუბეში აფეთქება მოხდა

68
(განახლებულია 11:29 14.08.2020)
აფეთქების შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. საშუალო სიმძიმის დამწვრობით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. დიდუბეში აფეთქება მოხდა, რასაც მსხვერპლი, ხანძარი და ნგრევა არ მოჰყოლია, განუცხადეს Sputnik–საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყებაში აღნიშნეს, რომ აფეთქება საცხობში მოხდა. საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო ორმა თანამშრომელმა და ისინი უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ამჟამად ირკვევა მომხდარის მიზეზები, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

68
თემები:
შემთხვევები საქართველოში
წვეთოვანი რეანიმაციაში

მახინჯაურში ავარიის დროს დაშავებული 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

174
(განახლებულია 20:33 13.08.2020)
იმ დღეს ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა სამი ადამიანი – ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი. დაშავდა კიდევ ოთხი პირი, ერთ-ერთი დღეს გარდაცვლილი ბავშვი იყო.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. მახინჯაურში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი დღეს გარდაიცვალა, იუწყება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

არასრულწლოვანი ოთხი დღის განმავლობაში იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც ბავშვი მძიმედ დაშავდა, მახინჯაურში 9 აგვისტოს მოხდა. ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. იმ დღეს ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა სამი ადამიანი – ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი. დაშავდა კიდევ ოთხი პირი, ერთ-ერთი დღეს გარდაცვლილი ბავშვი იყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.

174
თემები:
შემთხვევები საქართველოში
სალომე გოგიაშვილი

„ნასამართლევი ვარ, მე არარაობად მთვლიან...“ - სალომე გოგიაშვილი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს

0
(განახლებულია 14:55 31.07.2020)
ტელესახემ კორონავირუსის პირობებში სამსახიობი ნიჭი გამოავლინა. ნახეთ, რა ვიდეოს აქვეყნებს სალომე გოგიაშვილი.

სალომე გოგიაშვილი სულის შემძვრელი განცხადებებით გამოირჩევა. მის გარშემო სკანდალების ტალღა არ წყდება. ტელეწამყვანის ცხოვრება განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გოგიაშვილმა „ნანუკას შოუში“ განაცხადა, როგორ დატოვა ყოფილმა ქმარმა ბავშვებთან ერთად ღია ცისქვეშ და პირწმინდად გაძარცვა. სა­ლო­მეს ოთხი შვილი ჰყავს - მაშო, ციბუკა, იკა და დუდა. როგორც თავად ამბობს, დროს ყველაფრისთვის პოულობს, ბავშვებთან ურთიერთობასაც ახერხებს, მეუღლესთან განმარტოებასაც, რომელთანაც სულ ცოტა ხნის წინ შექმნა ახალი ოჯახი, ასევე საკუთარ ბიზნესზე ზრუნვასაც.

View this post on Instagram

Me karantini ro morcheba 😹😹😹😹😹😹😹😹😹😹

A post shared by Salome Gogiashvili (@salomegog) on

პანდემიის დროს სელებრითები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ. მათი მეშვეობით უამრავი ადამიანი პოზიტიურ განწყობაზეა. ცნობილი სახეები ვიდეორგოლებს TikTok-ის საშუალებით აქვეყნებენ. სალომე გოგიაშვილმა სხვადასხვა პერსონაჟი განასახიერა. ამ პერიოდის მანძილზე პოზიტიური გმირების განსახიერების გამო სალომეს „ფოლოვერების“ რაოდენობა მკვეთრად მოემატა. თაყვანისმცემლები თავად სთხოვენ ამა თუ იმ პოპულარული ვიდეოს რესპონდენტის იმიჯის მორგებას. აშკარაა, რომ ტელესახეს ეს საუკეთესოდ გამოსდის.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება