ნარკოტიკი

51 წლის მამაკაცს ნარკოდანაშაულისთვის უვადო პატიმრობა ემუქრება

64
(განახლებულია 13:20 10.08.2019)
პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 120 აბი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღო

თბილისი, 10 აგვისტო − Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში, 1968 წელს დაბადებული ხ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 120 აბი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

64
თემები:
კრიმინალი საქართველოში (609)