საპატრულო პოლიცია

თბილისის ცენტრში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა

115
საფინანსო დაწესებულებაში არ აკონკრეტებენ, მოახერხა თუ არა ბოროტმოქმედმა ფულის წაღება

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. თბილისის ცენტრში, ჩიტაიას მოედანზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

ტელეარხის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავდა. ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ყაჩაღური თავდასხმის“ მუხლით, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

115
თემები:
კრიმინალი საქართველოში (609)