პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლ იარაღს მიაგნო

CC0 / Pixabay / janmarcust / პისტოლეტი
პისტოლეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად „ნაგანის“ მოდელის პისტოლეტი ამოიღეს

თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 37 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად „ნაგანის“ მოდელის პისტოლეტი ამოიღეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0