სამედიცინო განათლების ყალბი სერტიფიკატი 950 ლარად: დაკავებულია პროფსასწავლებლის დირექტორი

გამოწერა
გამოძიება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაიწყო.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი სერტიფიკატის დამზადება–გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოში ყალბი დიპლომის დამზადებისთვის ერთი პირი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ პროფესიული სასწავლებლის დირექტორმა დაამზადა და 950 ლარად გაასაღა სამედიცინო განათლების მიღების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

გამოძიება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0