ხელბორკილები ბრალდებულის სკამზე სასამართლოს დარბაზში

„მფატრავი პენსიონერი“: 80 წლის ქალს სამი ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად

220
(განახლებულია 16:31 01.08.2019)
ქალმა მეზობლის 8 წლის გოგონა, რომელმაც უმნიშვნელოდ გააბრაზა, ბინაში შეათრია და ცულით მოკლა, შემდეგ კი ცხედარი დაანაწევრა და გადაყარა.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ხაბაროვსკელმა გამომძიებლებმა მდგმურის მკვლელობაში ბრალდებული 80 წლის ქალის მიერ ჩადენილი კიდევ ორი მკვლელობა გამოავლინეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

გავრცელებული ინფორმაციით, პენსიონერმა ასევე მოკლა მეზობლის ბავშვი და ქალი, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა. 

სააგენტო წერს, რომ იანვრის ბოლოს ხაბაროვსკის დასახლება ბერიოზოვკაში მეეზოვე მამაკაცის დანაწევრებული ნეშტი იპოვეს. ჩადენილში ბრალი იმ ბინის პატრონს წარუდგინეს, რომელსაც გარდაცვლილი ქირაობდა. მაშინ თითქმის ყველა მედიასაშუალება იტყობინებოდა, რომ ქალი კანიბალი იყო და დაკავებისას „ხუთი პოლიციელი აქეთ-იქით გაფანტა“. თუმცა საგამოძიებო კომიტეტმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

როგორც ცნობილი ხდება, სწორედ მეეზოვის საქმეზე მუშაობის პროცესში დადგინდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში გაუხსნელი ორი მკვლელობა ასევე 80 წლის ბრალდებულის მიერ იყო ჩადენილი.

„2005 წლის დეკემბერში ბრალდებულმა მოკლა მეზობლად მცხოვრები 8 წლის გოგონა. მათ შორის კონფლიქტი უმნიშვნელო მიზეზით დაიწყო, რის შემდეგაც პენსიონერმა ბავშვი ბინაში შეათრია და მოკლა. ხოლო 2013 წლის მარტში მან ასევე მოკლა თავისი 77 წლის ნაცნობი ქალი, რომელიც მასთან დროებით ცხოვრობდა. მკვლელობის იარაღად ის ცულს იყენებდა, შემდეგ კი ანაწევრებდა ცხედრებს და ყრიდა“, — განმარტავს გამომძიებელი.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ბრალდებული პენსიონერი შერაცხადად ცნო.

ბერიოზოვკელი „მფატრავის“ საქმე, რომელსაც სამი პირის მკვლელობა და მათი ცხედრების შეურაცხყოფა ედება ბრალად, პროკურატურაშია გადაგზავნილი საბრალდებო დასკვნის დასადასტურებლად.

 

220
თემები:
რუსეთი დღეს (527)
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი

30 წლამდე მამაკაცმა მძინარე მამა და ბაბუა მოკლა

106
(განახლებულია 10:47 08.07.2020)
მკვლელობაში ეჭვმიტანილი პატიმრობიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა - მან მკვლელობისთვის 15 წელი მოიხადა

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. მცხეთაში ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხი.

მეზობლების თქმით, მამაკაცმა მკვლელობა ორი დღის წინ, გვიან ღამით ჩაიდინა.

„ჩემი ინფორმაციით, მკვლელობა, სავარაუდოდ, გამთენიისას, 04:00 საათზე მოხდა. მამაკაცმა მძინარე მამა და ბაბუა მოკლა. მანამდე კონფლიქტი ჰქონდათ. ეს ბიჭი ციხიდან ოთხი დღის წინ გამოვიდა. 15 წელი მკვლელობისთვის იჯდა. ახლ დაახლოებით 30 წლისაა", - განაცხადა მეზობელმა მარიამ ტატიშვილმა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული. გარდაცვლილები პროზექტურაში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება „დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის" მუხლით დაიწყო, რაც 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.

პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებს, რომელმაც გაქცევა მოახერხა.

106
თემები:
კრიმინალი საქართველოში
სასტუმრო Radisson Collection წინანდალში

კახეთში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ხანძარი გაჩნდა

77
სასწრაფოდ განახორციელეს სასტუმროს სტუმრებისა და პერსონალის ევაკუაცია. მეხანძრეები ამ ეტაპზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებენ

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ხანძარი წინანდლის ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Radisson Collection–ში ლოკალიზებულია, დაშავებულები არ არიან, ნათქვამია საქართველოს შსს–ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.

ხანძარი სასტუმროში შუაღამისას გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეოთხე სართულზე, საუნის ტერიტორიაზე გაჩნდა. სასტუმროს ყველა დამსვენებელი და პერსონალი ევაკუირებული იყო.

ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა ტექნიკის ექვსი ერთეული და სამსახურის 25 თანამშრომელი.

ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრეებმა მალე შეძლეს. ამჟამად მიმდინარეობს ხანძრის სრული ლიკვიდაციის სამუშაოები.

77
თემები:
შემთხვევები საქართველოში
კანიე უესტი

კანიე უესტის შანსები პრეზიდენტის პოსტზე: ექსპერტების შეფასება

0
(განახლებულია 11:38 08.07.2020)
მანამდე ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა განაცხადა, რომ სურს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

თბილისი, 8 ივლისის — Sputnik. ამერიკელი რეპერი კანიე უესტი, რომელსაც აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს, შესაძლოა არაერთ დაბრკოლებას გადააწყდეს, იუწყება Reuters–ი.

 აშშ–ის პრეზიდენტის პოსტის დაკავების ურვილი უესტმა ორიოდე დღის წინ გამოთქვა, რათა „ამერიკის იმედები განახორციელოს ღმერთის იმედით“. ამის შესახებ მან საკუთარ Twitter–ზე დაწერა.

​Reuters–ი წერს, რომ საარჩევნო ბიულეტენებში დონალდ ტრამპისა და დემოკრატების ყველაზე სავარაუდო კანდიდატის, ჯო ბაიდენის გვერდით მოსახვედრად, უესტს სწრაფად მოქმედება მოუწევს.

ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტიკის ცენტრის დირექტორ ლარი საბატოს მიაჩნია, რომ სერიოზული საარჩევნო კამპანიის ჩატარების შემთხვევაშიც კი, კანიე უესტის შედეგები მხოლოდ რამდენიმე პროცენტი იქნება და ახლოსაც კი ვერ მივა ტრამპისა თუ ბაიდენის რეზულტატებთან.

ექსპერტების უმეტესობას მიაჩნია, რომ, უესტი იქნება ეს თუ ვინმე სხვა, უკვე გაუშვეს ხელიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის შანსი.

View this post on Instagram

Yeezy X Tesla 🤔🚘 #kanyewest #elonmusk

A post shared by Kanye West (@kanyew.est) on

​აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის გადაწყვეტილებას, წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა აშშ–ის პრეზიდენტის პოსტზე, მხარს უჭერს კომპანია SpaceX–ის დამფუძნებელი ილონ მასკი. მისი თქმით, უესტს შეუძლია მისი დახმარების იმედი ჰქონდეს.

0
თემები:
მსოფლიო დღეს