რისთვის სჭირდებოდა სამხრეთაფრიკელ ტურისტს 20 კგ მარიხუანა: ადვოკატის განმარტება

© Pixabay / Pixabayმარიხუანა
მარიხუანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა არ იცოდა საქართველოში რამდენ ხანს დარჩებოდა და ამიტომ მარიხუანა პირადი მოხმარების მიზნით დიდი ოდენობით წამოიღო

თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. დიდი ოდენობით მარიხუანის საქართველოში შემოტანის ბრალდებით თბილისის აეროპორტში დაკავებულ სამხრეთ აფრიკის მოქალაქეს 20 კგ მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის მოჰქონდა, განაცხადა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში დაკავებულის ადვოკატმა ირაკლი ესიავამ.

თბილისის აეროპორტში მგზავრს 20 კგ მარიხუანა უპოვეს >>

„ის არის უბრალოდ ტურისტი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში. არ იცოდა რამდენი ხნით დარჩებოდა. ეს არის მისი გაზრდილი მარიხუანა, რომელსაც თვითონ მოიხმარს. როგორც ამბობს, იცოდა, საქართველოში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა და შესაბამისად, წამოიღო“, - განაცხადა ირაკლი ესიავამ.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოში მარიხუანის მოხმარებისთვის მკაცრი შეზღუდვები დაწესდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 ივლისს სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1978 წელს დაბადებული, სამხრეთ აფრიკის მოქალაქე ვ.ს. დააკავეს, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას ცდილობდა. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, 20 კილოგრამი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მიმდინარეობს.

აღნიშნული დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, ბრალდებული სამხრეთ აფრიკიდან ტრანზიტული რეისით ჩამოფრინდა. თავდაპირველად დუბაის აეროპორტში დაეშვა, შემდეგ კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

მარიხუანას თბილისში ჩამოფრენისას მესაზღვრეებმა ძაღლების მეშვეობით მიაკვლიეს.

ყველა ახალი ამბავი
0