მოსამართლის ჩაქუჩი

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიება არ შეუცვალეს

106
(განახლებულია 21:20 31.07.2019)
სასამართლომ „თიბისი ბანკის“ თითოეული დამფუძნებლისთვის 700 ათასი ლარის გირაო ძალაში დატოვა

თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა საქართველოს უმსხვილესი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი, იუწყება პირველი არხი.

მამუკა ხაზარაძე: „გარანტიას გაძლევთ, ეს სისტემა დაინგრევა“ >>

თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს გირაოს სახით 700 ათასი ლარი შეუფარდა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

პროკურატურამ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს დაახლოებით 17 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში წაუყენა ბრალი. საუბარია „თიბისი ბანკის“ 2008 წლის ერთ–ერთ საბანკო ოპერაციაზე.

პირველი სასამართლო სხდომა სექტემბერში გაიმართება.

ხაზარაძე და ჯაფარიძე ამტკიცებენ, რომ უდანაშაულო არიან და ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ აღძრული საქმე აბსურდულია. მეტიც, ხაზარაძე საქართველოს ხელისუფლებას დაჰპირდა, რომ სისტემას დაანგრევდა. მისი თქმით, ხალხი, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ „ქართულ ოცნებას“ დაუჯერა და მხარი დაუჭირა, მოტყუებული აღმოჩნდა.

პრემიერი მამუკა ხაზარაძის საქმეზე აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა >>

იმის გამო, რომ ბანკირებისთვის წაყენებულ ბრალს გავლენა არ მოეხდინა „თიბისი ბანკის“ საქმიანობაზე, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გადაწყვიტეს, ბანკის სამეთვალყურეო საბჭო და ბანკის მფლობელი „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭო დაეტოვებინათ. ხაზარაძე ამ სტრუქტურების თავმჯდომარე იყო, ჯაფარიძე კი - მისი მოადგილე.

მეტიც, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ დატოვეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მმართველი საბჭო, სადაც ასევე ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავათ. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, მათ გადაწყვიტეს, გადაენაცვლებინათ უკანა პლანზე, „რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით“.

 „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს. კონსორციუმი არის „თიბისი ბანკისა“ და ამერიკული კომპანია Conti International LLC-ის დაფუძნებული. კონსორციუმში შედიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი).



106
თემები:
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (58)
პოლიციის ლენტი

კასპში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს

33
გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში პარასკევს ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სახლში 2 ივლისს იმშობიარა, ახალშობილი კი საპირფარეშოში დატოვა. მას მშობიარობის შედეგად სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ექიმებმა კი სამართალდამცველებს შეატყობინეს.

ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა ქალსაც. მას ერთი შვილი ჰყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

33
თემები:
შემთხვევები საქართველოში
სასწრაფო სამედიცინო დახმარება

დიდ დიღომში სამი წლის ბავშვი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა

149
არასრულწლოვანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ციციშვილის სახელობის კლინიკაში  გადაიყვანა.

თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეექვსე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ის ციციშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ის124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

149
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 4 ივლისს

0
(განახლებულია 09:40 04.07.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0002 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,0465 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0002 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 4 ივლისს
ლარის კურსი 4 ივლისს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს