მარიხუანის პარტია

თბილისის აეროპორტში მგზავრს 20 კგ მარიხუანა უპოვეს

140
(განახლებულია 19:20 31.07.2019)
საბაჟო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლებმა მგზავრის ბარგში 20 კგ მარიხუანა იპოვეს.

თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა და პოლიციამ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, 27 ივლისს თბილისის აეროპორტში ეჭვის საფუძველზე დააკავეს სამხრეთ აფრიკიდან მომავალი მგზავრის ვ.ს.-ს კუთვნილი ხელბარგი. დათვალიერების შედეგად სამართალდამცველებმა ბარგში 20 კილოგრამი მარიხუანა აღმოაჩინეს.

გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

140
თემები:
კრიმინალი საქართველოში (449)