შსს-მ ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფონიჭალასა და მარნეულის რაიონში ოთხი მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემურად ასაღებდნენ.

„სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო-აუდიოჩაწერა. ასევე მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0