მესტიის მერია: მასშტაბური წყალდიდობის განმეორების საფრთხე არ არსებობს

© photo: Mestia Municipality / FBსპეციალისტები ვერტმფრენიდან სვანეთის მთებში არსებულ სიტუაციას სწავლობენ
სპეციალისტები ვერტმფრენიდან სვანეთის მთებში არსებულ სიტუაციას სწავლობენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოს სააგენტოს სპეციალისტებმა ლეხზირის ხეობაში არსებულ ვითარებას გაეცნენ

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. სვანეთში მსგავსი მასშტაბის წყალდიდობის განმეორების საფრთხე არ არსებობს, ნათქვამია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

რამდენიმედღიანი წვიმის შედეგად მესტიის რაიონი წყალდიდობების გამო დაზარალდა. მყინვარ ლეხზირის დნობის შედეგად მდინარე ნენსკრა ადიდდა და „მესტიაჭალაჰესი1“-ის შენობა დატბორა. წყალმა ასევე ხიდი და კვების ობიექტი წაიღო.

წყალდიდობის შენეგები სვანეთში - Sputnik საქართველო
სვანეთში დასახლებული პუნქტი წყალდიდობისგან ჰესმა იხსნა

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგებმა, გეოლოგებმა და გლაციოლოგებმა ვერტმფრენით დაათვალიერეს და გაეცნენ ლეხზირის ხეობაში არსებულ ვითარებას. მათთან ერთად იმყოფებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები. პირველადი დათვალიერებით სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხეობაში რჩება გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლის არსებულ მდგომარეობას.

კიდევ ერთი წყალდიდობა მოხდა მულახის თემის რამდენიმე სოფელში. ადიდებულმა მდინარე მულხურამ სოფელ ჭოლაშში გადასასვლელი ხიდის ბურჯები დააზიანა, რის შედეგადაც სოფელი გარე სამყაროს მოწყდა.

მესტიაში წყალმომარაგება აღდგა >>

გარდა ამისა, მდინარემ ხიდი სოფელ ჩვაბიანში დაანგრია. პრობლემები არსებობს ასევე სოფელ ჟაბეშში, სადაც შიდა სასოფლო გზები დაზიანდა.

ყველა ახალი ამბავი
0