თუშეთში სატვირთო მანქანა ხევში მგზავრებიანად ჩავარდა: მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. თუშეთის გზაზე ხევში სატვირთო მანქანა მგზავრებიანად გადავარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დიდი ავარია თბილისის ცენტრში - თვითმხილველის ვიდეო - Sputnik საქართველო
დიდი ავარია თბილისის ცენტრში – თვითმხილველის ვიდეო

უბედური შემთხვევა თუშეთის გზის 23-ე კილომეტრზე მოხდა. „კამაზის“ ტიპის მანქანა დაახლოებით დიდი სიმაღლიდან გადავარდა.

წინასწარი მონაცემებით, სატვირთო მანქანაზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, 5-მა გადმოხტომა მოასწრო, დანარჩენები კი ხევში მანქანამ ჩაიყოლა.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

სატვირთო მანქანაზე მსხდომი ადამიანები ქვემო ალვანიდან არიან. ისინი თუშეთობის დღესასწაულზე დასასწრებად სოფელ ომალოში მიემგზავრებოდნენ.

ადგილზე სამედიცინო დახმარების და სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.

ყველა ახალი ამბავი
0