აქცია თბილისში

არეულობა თბილისში: დაკავებულია  აქციის  კიდევ ორი მონაწილე

167
(განახლებულია 20:36 26.07.2019)
შსს დაკავებულებს თბილისის ცენტრში არეულობის დროს პოლიციელებზე ანგარიშსწორებაში სდებს ბრალს

 

თბილისი, 26 ივლისი  — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციაზე არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც პოლიცია ორი საათის განმავლობაში მომიტინგეებს იგერიებდა, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. კერძოდ, დადგინდა, რომ 1993 წელს დაბადებული მ.მ., ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში. 1976 წელს დაბადებული გ.ქ. კი სამართალდამცველებს ურტყამდა რეზინის ღვედს და მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში“, ნათქვამია განცხადებაში.

ამ დღეებში პოლიციამ ხუთი ადამიანი დააკავა, მათგან ოთხი არეულობაში მონაწილეობის, ხოლო ერთი – თავდაცვის ექს–მინისტრი, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით.

167
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
სასწრაფო სამედიცინო დახმარება

დიდ დიღომში სამი წლის ბავშვი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა

122
არასრულწლოვანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ციციშვილის სახელობის კლინიკაში  გადაიყვანა.

თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეექვსე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ის ციციშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ის124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

122
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ხელბორკილები

პატიმართა წამების საქმე გერმანია დავით ჭაკუას საქართველოს გადმოსცემს

63
(განახლებულია 19:52 03.07.2020)
ყოფილმა ჩინოვნიკმა საქართველო „ციხის სკანდალის“ შემდეგ, 2012 წლის სექტემბერში დატოვა. მასზე ძებნა 2013 წლის მარტში გამოცხადდა.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. გერმანიამ ქართული მართლმსაჯულებისთვის საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, პატიმართა წამებისთვის ძებნილი დავით ჭაკუას გადმოცემის გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

ინფორმაციას ადასტურებენ პროკურატურასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. ჭაკუას ექსტრადიცია ბერლინიდან თბილისში დღეს მოხდება.

ჭაკუამ ქვეყანა „ციხის სკანდალის“ შემდეგ, 2012 წლის სექტემბერში დატოვა. მასზე ძებნა 2013 წლის მარტში გამოცხადდა.

საქართველოში ჭაკუას ბრალი ედება პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და მოწმეზე ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაში.

2013 წელს ჭაკუა ავსტრიაში დააკავეს, მაშინ ჭაკუა 5 ათასი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

63
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 4 ივლისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 19:15 03.07.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

4 ივლისი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია.

კარგი დღეა ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მიღებისთვის. ამ დღეს რეკომენდებულია კორექტივების შეტანა ბიზნესში, გავლენის სფეროს გაფართოება, შეთანხმებებზე ხელმოწერა, საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, ახალი ცოდნის მიღებს, მუშაობა, მატერიალურ საკითხებზე მუშაობა.

არარეკომენდებულია სერიოზული საქმეების წამოწყება, განსაკუთრებით – მარტო, ასევე დიდი ხნით უსაქმოდ ყოფნა, დასვენება. დღე კატეგორიულად არ მიესადაგება დიდ ხარჯებს, ანუ არ შეიძინოთ ძვირადღირებული არაფერი.

თმის შეჭრა, შეღებვა: მთვარე თმის ზოგად მდგომარეობაზე ძალიან დადებითად მოქმედებს, შეჭრა თმას ძალასა და სიჯანსაღეს მისცემს, თმა უფრო ძლიერი გახდება და შეცერდება მისი ცვენა.

კარგი დღეა თმის შეღებვისთვის, განსაკუთრებით ჭაღარის. ასევე ქიმიური დახვევისთვის.

მებაღეობა: რეკომენდებული არ არის დარგვა, დათესვა, გასხვლა, გადარგვა. მოსავალი კარგი არ იქნება და ბევრ პრობლემას მოგიტანთ.

შეიძლება სარეველასთან, მავნებლებთან ბრძოლა, მორწყვა და სასუქის მიცემა იმ მცენარეებისთვის, რომლებსაც სუსტი ფესვები აქვთ.

0