მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აზერბაიჯანის თვითმფრინავი კასპიის ზღვაში ჩავარდა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიგამანადგურებელი МиГ-29
გამანადგურებელი МиГ-29 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჰაერო ხომალდის პილოტის ბედი უცნობია.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი МиГ-29 გუშინ, ღამით სასწავლო ფრენის დროს რადარების ეკრანებიდან გაქრა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

„წინასწარი ვერსიით, თვითმფრინავი კასპიის ზღვაში ჩავარდა", – აღნიშნეს სამხედრო უწყებაში.

ამჟამად მფრინავის მოსაძებნად და გადასარჩენად საჭირო ზომები ტარდება.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის დავალებით შეიქმნა კომისია, რომელიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებს გამოიძიებს.

ყველა ახალი ამბავი
0