საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ნაკრების ერთ-ერთი ტიტულოვანი ლიდერი დაიღუპა

© Photo: Giorgi Doinjashvili / FBგიორგი დოინჯაშვილი
გიორგი დოინჯაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ავტოავარიის შედეგად საქართველოს უძლიერეს კაცთა ნაკრების ერთ-ერთი ტიტულოვანი ლიდერი გიორგი დოინჯაშვილი გარდაიცვალა, ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ძალოსანი ანტონ პლესნოი - Sputnik საქართველო
ქართველმა ძალოსანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო

საქართველოს უძლიერესი კაცისა და ძალისმიერი ფიტნესის ეროვნული ფედერაცია გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს უსამძიმრებს.

„ძალიან სამწუხარო ინფორმაცია. ავტოავარიის შედეგად საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ნაკრების ერთ-ერთი ტიტულოვანი ლიდერი გიორგი დოინჯაშვილი გარდაიცვალა. ვუსამძიმრებთ გიორგის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს ამ დიდ ტრაგედიას“, – წერია განცხადებაში.

გიორგი დოინჯაშვილი 2015 წელს არნოლდ შვარცენეგერის სახელობის ევროპის საერთაშორისო ფესტივალ სთრონგმენის გამარჯვებული გახდა. ის ევროპის უძლიერესი მამაკაცის ტიტულის მფლობელი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0