ადვოკატი: ორი დღის წინ გათავისუფლებული იულია სუსლიაკი გაიტაცეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადვოკატის თქმით, გათავისუფლების შემდეგ იულოია სუსლიაკი კონსპიორაციულ ბინაში იმყოფებოდა

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ათი ბავშვის თანმხლები უკრაინელი იულია სუსლიაკი გაიტაცეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi ბრალდებულის ადვოკატ ზურაბ თოდუაზე დაყრდნობით.

უკრაინის 37 წლის მოქალაქე იულია სუსლიაკი 8 აპრილს მოსკოვიდან ათ არასრულწლოვანთან ერთად ჩამოვიდა. სუსლიაკი ტრეფიკინგის ბრალდებით 26 აპრილს დააკავეს. გამოძიება ამტკიცებდა, რომ ის ბავშვებთან ერთად აფხაზეთის ტერიტორიაზე აპირებდა გადასვლას. სწორედ იქ იმყოფება მისი მეუღლე იური სუსლიაკი.

„იულია სუსლიაკი გაიტაცეს", - აცხადებს ადვოკატი ზურაბ თოდუა.

პროკურატურა - Sputnik საქართველო
ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი თავისუფალია

ის გატაცებაში ქართველ სამართალდამცველებს ადანაშაულებს და განმარტავს, რომ ხვალ პრესკონფერენციაზე ის და სუსლიაკი აპირებდნენ გამოძიების დეტალებზე ლაპარაკს. სწორედ ამ პრესკონფერენციას უკავშირებს ადვოკატი ამ გატაცებას. ამჟამად ის გენერალურ პროკურატურაშია და ამბობს, რომ ინფორმაციას არ აწვდიან.

იულია სუსლიაკის მეუღლე კი ტელეკომპანიასთან ინტერტვიუში აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურამ მის ცოლს გათავისუფლების შემდეგ ქვეყნის დატოვება შესთავაზა.

ის აცხადებს, რომ იულია სუსლიაკი თბილისიდან ბაქოში გაემგზავრა, შემდეგ კი თბილისში მატარებლით დაბრუნება გადაწყვიტა. სწორედ საქართველოში დაბრუნებისას დააკავეს ის. მისი მტკიცებით, რამდენიმე ფორმიანმა ადამიანმა სუსლიაკი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

იულია სუსლიაკი პატიმრობიდან პარასკევს გათავისუფლდა. მისი ადვოკატი აცხადებდა, რომ ის კონსპირაციულ ბინაში იმყოფებოდა. პროკურატურამ თავად მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების გაუქმება, საქმე გააუქმა და უკრაინას გადასცა, რამდენადაც, თოდუას თქმით, „ვერ მოახერხა საქმის გამოძიება და მტკიცებულებების მოპოვება".

ციხის საკანი - Sputnik საქართველო
იულია სუსლიაკის საქმე სტრასბურგში გასაჩივრდება

ადვოკატი ადრე აცხადებდა, რომ შსს ხუთშაბათს იულია სუსლიაკის ხელახლა დაკავებას და უკრაინაში ექსტრადირებას გეგმავდა.

საქართველოში ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ათი ბავშვიდან იულია მხოლოდ ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, დანარჩენი ბავშვები სუროგატმა დედებმა გააჩინეს. რაც შეეხება იური სუსლიაკს, ის ათივე ბავშვის მამაა. ეს არის ოჯახის ადვოკატის მთავარი არგუმენტი, რომ ბავშვების არანაირი ყიდვა-გაყიდვა არ ყოფილა და, შესაბამისად, იულია უდანაშაულოა.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იულია სუსლიაკი ბავშვებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნაქირავებ ბინაში რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა.

მან მასმედიის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ათივე ბავშვი კვებითი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია 20 აპრილს გავრცელდა.

მოწმეთა გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ ბრალდებული ბავშვების მიმართ აგრესიას ავლენდა და მათ ცუდ პირობებში ამყოფებდა. ბავშვების უგულებელყოფის ფაქტზე გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისგან განცალკევების გადაწყვეტილება.

საქმე ამით არ დასრულებულა. შსს-მ საეჭვოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ ათიდან ოთხი ბავშვი 2017 წელს იყო დაბადებული და გამოძიება დაიწყო. უფრო მეტიც, გამოძიების დასაწყისში სამინისტრომ განაცხადა, რომ ეძებს მე-11 ბავშვს, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ ქალმა უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვი წაიყვანა, საქართველოში კი 10 ბავშვით ჩამოვიდა.

უკრაინის პოლიცია - Sputnik საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებული: „იულია სუსლიაკზე გამოძიება უკრაინაშიც მიმდინარეობს“

იულია სუსლიაკის მეუღლის იური სუსლიაკის მტკიცებით, ცხრა თვის ბავშვი რუსეთში გარდაიცვალა და ოჯახს გააჩნია მტკიცებულებები – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ათივე ბავშვი უკრაინაში წაიყვანეს >>

პროკურორი თეა გიორგაძე, თავის მხრივ, დაჟინებით ამტკიცებდა, რომ პროკურატურას გააჩნია უცხოეთიდან მიღებული დოკუმენტი, რომელიც ბავშვის გაყიდვის ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, ეს დოკუმენტი გახდა საფუძველი, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეს ბრალი წარედგინა.

პარალელურად გამოძიება მიმდინარეობს უკრაინაშიც, სადაც გაირკვევა, თუ ვინ გადაუხადა სუროგატ დედას თანხა და ვინ იყო შუამავალი.

ყველა ახალი ამბავი
0