თბილისსა და რუსთავში ორ კილოგრამამდე ჰეროინი ამოიღეს: დაკავებულია სამი უცხოელი

გამოწერა
დანაშაული ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო პატიმრობას.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქვემო ქართლში ირანის რესპუბლიკის ორი და აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ირანელი თბილისში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ 0,5კგ ჰეროინი ამოიღო.

რუსთავის პოლიციამ ირანის მეორე მოქალაქის პირადი ჩხრეკისას  ნივთმტკიცებად ამოიღო 10 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილოგრამზე მეტი ჰეროინი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რ.ნ. სამართალდამცველებმა აგრეთვე რუსთავში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, 700 გრამამდე ნარკოტიკული საშუალებაა ამოღებული.

კერძო ეზოში მოყვანილი კანაფი - Sputnik საქართველო
ახალციხეში ველური კანაფის პლანტაციები აღმოაჩინეს

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო  პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0