ქრთამი უმაღლესში ჩარიცხვის სანაცვლოდ: სკანდალი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

გამოწერა
უნივერსიტეტის თანამშრომელმა მოქალაქეს ქრთამის სახით 1 ათასი ლარი გამოართვა.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სუს-ის შენობა - Sputnik საქართველო
სუს–მა ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე ოფიცერი დააკავა

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელმა აღნიშნულ უნივერსიტეტში აბიტურიენტის ჩარიცხვის სანაცვლოდ მოქალაქეს სხვა პირის დახმარებით ქრთამის სახით 1 ათასი აშშ დოლარი გამოართვა.

მომდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0