მოსამართლის ჩაქუჩი

20–21 ივნისის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს გირაო შეეფარდა

90
აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტებისთვის დაკავებული პოლიციელი საპატიმრო დაწესებულებას გირაოს სრულად გადახდისთანავე დატოვებს

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. 20-21 ივნისის ღამეს თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ  საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს გიორგი ესიაშვილს 10 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

20 ივნისის ღამით საპროტესტო აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. 240 ადამიანი დაშავდა.

ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებას გირაოს სრულად  გადახდის შემდეგ დატოვებს. ასევე შემზღუდავ ღონისძიებად დაეკისრა კვირაში ერთხელ შესაბამის სამსახურში გამოცხადება და საცხოვრებელი ადგილის მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების შემდეგ დატოვება.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ამ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა მხარეების შუამდგომლობა.

ბრალდების მხარე პატიმრობას, ხოლო დაცვა გირაოს მინიმალური ოდენობით გამოყენებას ითხოვდა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდება მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით გაასაჩივრებს. შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი 16 ივლისს დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ შსს-ს თანამშრომელმა, რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად განხორციელებული ღონისძიებების დროს იარაღის გამოყენებით, „გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს.

გიორგი ესიაშვილმა წარდგენილი ბრალდება ნაწილობრივ აღიარა. თუმცა ამავე დროს აღნიშნა, რომ წინასწარ არ ჰქონია ვინმესთვის სხეულის დაზიანების მიყენების განზრახვა.

მანამდე ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის შსს-ს სხვა თანამშრომელი დააკავეს.

უფრო ადრე ძალის გადამეტების საქმის ფარგლებში უფლებამოსილება ათ პოლიციელს შეუჩერდა, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ყაყიჩაშვილს.

მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება საქართველოში ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით ისჯება.

ამ დროისთვის დაკითხულია ასობით ადამიანი, მიმდინარეობს ვიდეო- და აუდიომტკიცებულებების დამუშავება და ანალიზი, ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი სამხილები, მათ შორის პოლიციელების მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ აღიძრა კიდევ ორი სისხლის სამართლის საქმე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა და ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მცდელობა.

90
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
ოპერატორები და ტელეკამერები

საბოტაჟის ფაქტები საქართველოში: სუსმა ახალი დეტალები გაავრცელა

28
სუსმა განაცხადა, რომ საბოტაჟის შესახებ საქმის გამოძიება მედიაში ცრუ ინფორმაციის გავრცელების საფუძველზე ჯერ კიდევ 2020 წლის 16 მარტს დაიწყო

თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) საბოტაჟის ფაქტების შესახებ საქმის ახალი დეტალები გამოაქვეყნა - ცნობილი გახდა თარიღი, როდის აღიძრა საქმე და რა ეტაპზეა ახლა გამოძიება.

იმის შესახებ, რომ სუსი საბოტაჟის შესახებ საქმეს იძიებს, ცნობილი გახდა ივნისის ბოლოს, როდესაც უწყებამ „მთავარი არხის“ სიუჟეტის გმირების გამოკითხვა დაიწყო.

ახლა სუსმა განაცხადა, რომ საბოტაჟის შესახებ საქმის გამოძიება 2020 წლის 16 მარტს დაიწყო.

„აღნიშნულ საქმეზე გამოძიება  2020 წლის 16 მარტს დაიწყო, უწყებაში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები, მასობრივი კომუნიკაციის სხვადასხვა (მათ შორის, ელექტრონული) საშუალების გამოყენებით, აქტიურად ცდილობდნენ ყალბი ამბების გავრცელების გზით მოსახლეობის დეზინფორმირებას ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების და მასთან ბრძოლის ეფექტურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რათა უარყოფითი ზემოქმედება მოეხდინათ მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, გამოეწვიათ მათში უნდობლობა, პანიკა და ქაოსი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებების და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას და პანდემიასთან ეფექტურ ბრძოლას“, - ნათქვამია სუსის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 20 ივნისს „მთავარ არხზე“ გავიდა გამოგონილი და „განზრახ დამახინჯებული“ სიუჟეტი, რომელიც ასახავდა ცრუ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაციის შესახებ.

„აღნიშნულ სიუჟეტში გადმოცემული ყალბი ამბების ფართოდ გავრცელების მიზნით, სიუჟეტს, სოციალური ქსელების და სატელევიზიო კომენტარების საშუალებით, ორგანიზებულად გამოეხმაურნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები და შეეცადნენ, ცრუ ინფორმაციისთვის დამაჯერებლობის მიცემას“, - მითითებულია განცხადებაში.

სუსი არ აკონკრეტებს, რომელ პარტიაზეა საუბარი, თუმცა მიუთითებს ფაქტებზე, რომლებიც ადასტურებენ სიუჟეტის სიყალბეს, მათ შორის საუბარია რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუების არასწორ თარგმანზე.

უწყება მიუთითებს, რომ 26 ივნისს გასული სიუჟეტი, რომელშიც სკანდალური სიუჟეტის ერთ-ერთი რესპონდენტის სრული ინტერვიუა მოყვანილი, ამ ფაქტს ადასტურებს.

სუსი აღნიშნავს, რომ გამოიკითხნენ ის პირებიც, ვინც აქტიურად განიხილავდა ამ ტემას კომენტარებში სოციალურ ქსელებში და ამტკიცებდა, რომ იცოდა მსგავსი ფაქტების შესახებ.

„გამოკითხულ პირთაგან ვერცერთმა ვერ დაასახელა ვერც აღნიშნულის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი და ვერც წყარო, თუ საიდან ფლობდნენ არასწორ ინფორმაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბრალდებების დასადასტურებლად სუსმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოითხოვა იმ ვიდეომასალების სრული ჩანაწერი, რომელთა საფუძველზეც გავიდა ეთერში 20 ივნისის სიუჟეტი.

საბოტაჟის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

28
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ვარშავა

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ

108
(განახლებულია 18:44 02.07.2020)
პოლონეთში საქართველოს საელჩო და საკონსულო დაღუპულთა საქართველოში გადმოსვენების საკითხებზე მუშაობენ.

თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. პოლონეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცები პოლონეთში სამუშაოდ იყვნენ წასული.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საელჩო და საკონსულო დაღუპულთა საქართველოში გადმოსვენების საკითხებზე მუშაობენ.

108
თემები:
შემთხვევები საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში

დაჩქარებული წესით: პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა

0
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში მოიცავს საერთაშორისო დამკვირვებლების ყველა რეკომენდაციას, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით გაიცა

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში.

პარლამენტმა კანონპროექტის საბოლოო ვერსიას კენჭი უყარა ხუთშაბათს საღამოს, მეორე მოსმენით დამტკიცებიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

მესამე, საბოლოო მოსმენისთვის პროექტში შევიდა მხოლოდ სტილისტური შესწორებები. საბოლოო მოსმენით მას მხარი დაუჭირა 94-მა დეპუტატმა.

ცვლილებების ძირითადი მომენტები

ცვლილებები საარჩევნო კოდექსში მოიცავს საერთაშორისო დამკვირვებლების ყველა რეკომენდაციას, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით გაიცა.

მთავარ სიახლეს წარმოადგენს პარტიული სიების დაკომპლექტება იმგვარად, რომ სიის 25%-ს უნდა წარმოადგენდნენ ქალები.

დანარჩენი ცვლილებები შეეხო საუბნო კომისიების დაკომპლექტებას, არჩევნების დღეს აგიტაციას, პოლიტიკურ რეკლამას, ეგზიტპოლებს და პარტიების დაფინანსებას.

ასე, მაგალითად, საქართველოში სიჩუმის დღე დაიწყება არა უბნების გახსნის მომენტიდან - 08:00 საათიდან, არამედ ღამის 12:00 საათიდან. არჩევნების დღეს პარტიებს ამომრჩევლებისთვის შეტყობინებების გაგზავნა აეკრძალებათ.

ასევე აიკრძალა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან სხვადასხვა პარტიების აქტივისტების შეკრება. ისინი უბანთან ყოფნას მხოლოდ 25 მეტრის რადიუსში შეძლებენ.

პარტიების ფინანსები უფრო გამჭვირვალე გახდება. პარტიები შემოწირულობების მიღებას მხოლოდ საქართველოდან და მხოლოდ ლეგალური სახსრებიდან შეძლებენ.

მეორე ტურის თარიღიც მკაფიოდ განისაზღვრა - ის პირველი ტურის თავზე მესამე შაბათს გაიმართება.

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება