ფრთხილად! აჭარაში მიმოქცევაში ყალბი 100-დოლარიანი კუპიურებია

© Pixabay / pasja1000აშშ დოლარი
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულებს ათ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საგამოძიებო სამსახურზე დაყრდნობით.

დაკავება - Sputnik საქართველო
აჭარაში ყალბი აქციზური მარკები გაასაღეს – დაკავებულია ერთი პირი

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს და აჭარის რეგიონში გაასაღეს ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები.

„გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა", – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 10 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0