საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ

პარლამენტის წინ აქციის ერთ-ერთი მონაწილე პირის ამოკერვას ცდილობს

273
აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მის შეჩერებას ცდილობენ

თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პირის ამოკერვა სცადა, იუწყება პირველი არხი.

ამ მიზნით მან თვითდაზიანება ნაწილობრივ უკვე მიიყენა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მის შეჩერებას ცდილობენ. მათი განცხადებით, მსგავსი რადიკალური ფორმები საჭირო არ არის.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება უკვე გამოიძახეს.

თბილისში საპროტესტო აქციები 26-ე დღე მიმდინარეობს. ადამიანები ყოველ დღე 19:00 საათზე იკრიბებიან. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საპროტესტო მოძრაობა გაგრძელდება მანამ, სანამ თანამდებობას არ დატოვებს შს მინისტრი გიორგი გახარია, როგორც 20-21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციის დაშლის დროს პოლიციის ქმედებებზე პასუხისმგებელი პირი.

თბილისში ვნებათაღელვა 20 ივნისიდან არ ცხრება. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის სხდომაზე დასასწრებად ჩამოვიდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს.

20 ივნისის ღამეს აქცია არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ აქციის დაშლისას ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი.

273
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
პატრული

საბურთალოს City mall-ში ევაკუაცია გამოცხადდა

44
(განახლებულია 23:42 23.10.2020)
დაკვამლიანება შენობის მე-4 სართულზე შეინიშნებოდა – სავარაუდოდ ხანძარი ერთ-ერთ კვების ობიექტში გაჩნდა.

თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. საბურთალოზე, სავაჭრო ცენტრ City mall-ში ძლიერი დაკვამლიანების გამო ევაკუაცია გამოცხადდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

სავაჭრო ცენტრის თანამშრომლების განცხადებით,  დაკვამლიანება შენობის მე-4 სართულზე შეინიშნებოდა – სავარაუდოდ, ცეცხლი ერთ-ერთ კვების ობიექტში გაჩნდა.

ადგილზე ერთი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

44
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პატრული

თბილისში ზვიად ციკოლიას მაღაზია გატეხეს

42
(განახლებულია 23:43 23.10.2020)
არასრულწლოვნებმა რაიმეს წაღება ვერ მოასწრეს, რადგან ცნობილი დიზაინერის მაღაზიაში განგაშის სიგნალი ჩაირთო.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ორი არასრულწლოვანი ცნობილი ქართველი დიზაინერის ზვიად ციკოლიას საიუველირო მაღაზიის გაქურდვას შეეცადა, ინციდენტის შესახებ ციკოლიამ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

მაღაზიის მეპატრონემ ვიდეოკადრები გაავრცელა, რომელშიც გარკვევით ჩანს, თუ როგორ შევარდა ორი ახალგაზრდა მაღაზიაში. ინიდენტი თბილისის ცენტრში, ბამბის რიგში მოხდა. 

„არასრულწლოვნების პრობლემა როდის უნდა მოგვარდეს? ეს ჩვენი ბუტიკია დღეს დილით", – დაწერა ზვიად ციკოლიამ.

კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება ერთ-ერთი მათგანი სალაროს, მეორე კი ვიტრინის შუშის ჩამსხვრევას ცდილობს. თუმცა, მათ რაიმეს წაღება ვერ მოახერხეს, რადგან მაღაზიაში განგაშის სიგნალი ჩაირთო.

42
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 24 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 10:51 22.10.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

24 ოქტომბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

მთვარე მერწყულის ნიშანში – ამ დღეს ჩნდება ინტერესი ყოველი ახლისადმი, მოულოდნელად მოდის საინტერესო იდეები, ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

რეკომენდებულია ძველი პროექტების განხორციელებისას კრეატიული იდეების გამოყენება, მცირე ფინანსური საქმეების გადაწყვეტა, ახალი პარტნიორების ძებნა, ინდივიდუალურად მუშაობა და გუნდური მუშაობის შეზღუდვა.

არარეკომენდებულია საკუთარ შესაძლებლობების ზედმეტად შეფასება, დატვირთვა სამუშაოზე.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის, მოგზაურობის დაწყებისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს სჯობს, თმის შეჭრისგან თავი შეიკავოთ. შეღებვისთვის კარგი დროა. მანიკურისთვის ძალზე ხელსაყრელი დღეა.

მებაღეობა:  ვინაიდან მერწყულის ნიშანი მებაღეობის მხრივ არცთუ ნაყოფიერი პერიოდია, შეიძლება მხოლოდ ბრძოლა მავნებლებთან, მცენარეების შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება, არ ღირს პიკირება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.

0