სასწრაფო დახმარება

ტრაგედია თუშეთში: 44 წლის მამაკაცი ჰესის მშენებლობაზე დაიღუპა

113
(განახლებულია 15:53 12.07.2019)
შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. თუშეთში ერთ-ერთი ჰესის მშენებლობიდან 44 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-16 კილომეტრზე გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

113
თემები:
შემთხვევები საქართველოში (471)