სასწრაფო დახმარება

ავარია ლანჩხუთში: როგორია დაშავებულთა მდგომარეობა

150
(განახლებულია 15:19 12.07.2019)
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, იუწყება ქართული მასმედია.

ავტოავარია ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანთან დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ. მსუბუქ ავტომობილს აზერბაიჯანის მოქალაქე მართავდა.

დაშავებულთა შორის სამი მსუბუქი ავტომობილის, ოთხი კი მიკროავტობუსის მგზავრია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა“) მიმდინარეობს.

150
თემები:
შემთხვევები საქართველოში (488)