აჭარაში ყალბი აქციზური მარკები გაასაღეს – დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეს სასჯელის სახით ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი აქციზური მარკების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა აჭარის რეგიონში სიგარეტის კოლოფების ნიშანდებისთვის განკუთვნილი ყალბი აქციზური მარკები გაასაღა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-200 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყალბი აქციზური მარკების დამზადებას, გასაღებას ან/და გამოყენებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0